პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაზუგდიდის მუნიციპალიტეტში „რიყეობა“ აღნიშნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „რიყეობა“ აღნიშნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაულ „რიყეობას“ სხვადასხვა თაობის ოლიმპიური ჩემპიონები დაესწრნენ. „რიყეობაზე“ სახელმწიფო რწმუნებულთან და მერთან ერთად იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა.

დღესასწაული „რიყეობა“ წელს მეოთხედ ჩატარდა. ღონისძიება ცნობილი სპორტსმენის, ამავე სოფლის მკვიდრის ავთანდილ გახოკიძის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. გახოკიძე ლაშა ტალახაძის და სხვა ცნობილი სპორტსმენების მწვრთნელია. სოფელ რიყეში 5 მსოფლიო ჩემპიონი აღიზარდა.

გაიმართა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ელენე ფოჩხუასა და მარიამ ალავიძის კონცერტით დაიხურა. ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული დეკანოზმა შალვა კეკელიამაც მიულოცა.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბათუმი ევროპის საუკეთესო მიმართულებების ოცეულშია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები