პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„ენგური ატრაქციას“ ახალი ტურისტული სივრცეები დაემატება

„ენგური ატრაქციას“ ახალი ტურისტული სივრცეები დაემატება

„ენგური ატრაქცია“ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განაგრძობს. წელს ორი ახალი ტურისტული სივრცის დამატებას გეგმავს. აშენდება საპარკინგე ადგილას ახალი შენობა, რომელიც სამუზეუმო სივრცის, სუვენირების მაღაზიის, ამბულატორიული ნაწილისა და სალაროს ფუნქციას შეითავსებს.

ამჟამად ორივე სივრცის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად, ჯამში დაახლოებით 60000-70000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

„ენგური ატრაქციაში“ საერთო ჯამში 24 ადამიანია დასაქმებული. ახალი სივრცეების გახსნის შემდეგ, კადრების რაოდენობის 30 ადამიანამდე ზრდა იგეგმება.

ენგურჰესის კაშხალზე „მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტი 2018 წელს შეიქმნა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გადასახედი მოედნების, საბაგიროების, საკონცერტო სივრცისა და სხვა ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ვიდეო - ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები