„ენგური ატრაქციას“ ახალი ტურისტული სივრცეები დაემატება

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

„ენგური ატრაქცია“ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განაგრძობს. წელს ორი ახალი ტურისტული სივრცის დამატებას გეგმავს. აშენდება საპარკინგე ადგილას ახალი შენობა, რომელიც სამუზეუმო სივრცის, სუვენირების მაღაზიის, ამბულატორიული ნაწილისა და სალაროს ფუნქციას შეითავსებს.

ამჟამად ორივე სივრცის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტების განსახორციელებლად, ჯამში დაახლოებით 60000-70000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

ენგური — დეტალები

„ენგური ატრაქციაში“ საერთო ჯამში 24 ადამიანია დასაქმებული. ახალი სივრცეების გახსნის შემდეგ, კადრების რაოდენობის 30 ადამიანამდე ზრდა იგეგმება.

ენგურჰესის კაშხალზე „მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტი 2018 წელს შეიქმნა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გადასახედი მოედნების, საბაგიროების, საკონცერტო სივრცისა და სხვა ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

დამატებითი ინფორმაცია

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის