ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროაშშ-ში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გრძელდება

აშშ-ში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გრძელდება

ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას აქტიურად აგრძელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, პრესტიჟული გამოცემის „The New York Times” ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა.

ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც 2013 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება.

აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტები; ქალაქ ნიუ-იორკში, ორი კვირის განმავლობაში, 25 სარეკლამო აბრაზე (ლაითბოქსი) განთავსებული იყო ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები; ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენაც „გრანდ თეისტინგი“ ჩატარდა; გაგრძელდა თანამშრომლობა პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის გამოცემასთან „Wine Enthusiast“ და სხვა მედია საშუალებებთან.

აღსანიშნავია, 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული სარეკლამო კამპანია და თანამშრომლობა ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS და CNN, რამაც 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განვლილი პერიოდში, აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა განაპირობა.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან “Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს.

author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  „რეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, ისე - ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებისთვის“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები