კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების დნობის გამო,შვეიცარიამ და იტალიამ საზღვრის ნაწილი ხელახლა გაავლეს.
BBC-ს ცნობით, საზღვრის დიდ ნაწილს მყინვარები წარმოადგენს, მაგრამ მათ დნობის გამო, ბუნებრივი საზღვარი შეიცვალა, რის გამოც ორივე ქვეყანაში სასაზღვრო ზოლის გადახედვა მოინდომეს. კერძოდ, საუბარია მატერჰორნის მთის მახლობლად, პოპულარული სათხილამურო კურორტების მახლობლად მდებარე რეგიონზე.
მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრის დაზუსტება ორივე ქვეყანას დაეხმარება გაერკვიონ ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული ბუნებრივი არეალების დაცვაზე.
შვეიცარიამ ახალი საზღვრები ოფიციალურად აღიარა და ახლა შესაბამის ნაბიჯს იტალიისგან ელოდება. ცნობილია, რომ იტალიური მხარე საზღვრის დაზუსტებას ეთანხმება და შეთანხმების ხელმოსაწერად ტექნიკურ პროცედურებს გადის.