ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურადანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დანიაში ქართული კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.

პირველივე დღეს „დეტ ნი თეატრიში“ გაიმართა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი. კონცერტის შემდეგ თეატრის ფოიეში გაიმართა გიორგი სისაურის კალიგრაფიული ხელოვნების მასტერკლასი, რომელმაც ევროპელი სტუმრების დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება.

ღონისძიებების პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას, კერძოდ, ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტის გარდა, გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი; გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასის თანხლებით წარადგენენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების დანიურ თარგმანს; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წარმოადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით გამართავს ქართული კინოფილმების ჩვენებას.

ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.

შეგახსენებთ: 2023 წელს 4 მაისიდან 20 აგვისტომდე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაინტერესებულმა საზოგადოებამ ფიროსმანის 48 ნამუშევარი ნახა. ეს იყო პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად იქნა წარმოდგენილი. ლუიზიანას მუზეუმის დირექტორის, პოლ ერიკ ტოინერის, თქმით, ფიროსმანის გამოფენას 260 000 დამთვალიერებელი ეწვია და სტუმართა ამ რაოდენობამ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.

ქართული კულტურის დღეების ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. დანიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://denmark.mfa.gov.ge/en/georgian-culture-days“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

ელბა – იტალიური კუნძული სუფთა წყლით, თეთრი ქვიშით და ფოტოგენური სოფლებით

15 October, 2024
პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება – მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი გზა

ოქტომბერი 15, 2024
რადიო  “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

15 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა

ოქტომბერი 15, 2024
“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

“ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე” – რას წერს გიგა მაქარაშვილი კახეთში ავარიისას დაღუპულ გოგონაზე

15 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ეპილაცია -ვიღებთ თუ არა უსაფრთხო მომსახურებას

ოქტომბერი 15, 2024
10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

10 ნოემბრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა-გასვლის წესები იცვლება

13 ოქტომბერი 2024
სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სადარბაზო ტაბიძის 18-ში – თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ოქტომბერი 15, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები