ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება

გელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება

გელათის სამონასტრო კომპლექსი გადახურვის სამუშაოების გამო, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, დროებით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი.
გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას”, – ნათქვამია განცხადებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  2025 წლიდან უკვე მესტიის თვალწარმტაც ხედებსაც დაამშვენევს იაპონური კულტურის უნიკალური სიმბოლო - საკურა (ალუბლის ხე)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები