შაბათი, სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგაგიგიათ, ვარდისფერი დელფინის შესახებ?

გაგიგიათ, ვარდისფერი დელფინის შესახებ?

გაგიგიათ ამაზონის ვარდისფერი დელფინის შესახებ?

ვარდისფერი დელფინები ცხოვრობენ არამხოლოდ ჩინეთში, არამედ ინდოეთის, ავსტრალიის სანაპიროებზე, ამაზონის და სამხრეთ ამერიკის შენაკადებში, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.

გაგიგიათ, ვარდისფერი დელფინის შესახებ?

პერუს ამაზონეთის სტუმრებისთვის „ბოტო“, იგივე ვარდისფერი დელფინი, უცნაური და ულამაზესი არსებაა. სამხრეთ ამერიკის კულტურაში ეს ცხოველი მითოლოგიურ არსებად მიიჩნევა. პირველ რიგში, ის სხვა თავის მსგავსი არსებებისგან ფერით განსხვავდება, თუმცა საინტერესოა მათი ცხოვრების წესიც და ის ფაქტებიც, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ.
1. ვარდისფერ დელფინს შეუძლია საკუთარი ფერის შეცვლა
მიუხედავად სახელწოდებისა, დელფინები არ არიან მუდმივად ვარდისფერი. დაბადებისას ისინი ნაცრისფერები არიან, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ვარდისფერნი ხდებიან. საინტერესოა, რომ მამრი სახეობები უფრო მკვეთრი ვარდისფერით გამოირჩევიან, ვიდრე მდედრები. თუმცა მათ საბოლოო ფერზე გავლენას ახდენს მათი ქცევა, სინათლის რაოდენობა მათ საარსებო გარემოში…
2. ამ კონკრეტულ სახეობას მსოფლიოს დელფინების სახეობებს შორის ყველაზე დიდი სხეული და ტვინი აქვთ
ვარდისფერი დელფინი აღწევს 2.7 მეტრის სიგრძეს და იწონის 181 კილოგრამამდე, ხოლო მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წელიწადია. აღსანიშნავია, რომ მათი ტვინის მოცულობა 40%-ით აჭარბებს ადამიანის ტვინის მოცულობას. ისინი მორცხვები და კომუნიკაბელურები არიან. ხშირად თამაშობენ ადგილობრივ ბავშვებთან და არ ავლენენ აგრესიულ ბუნებას.
3. ვარდისფერი დელფინის არსებობა ბუნებისთვის საიდუმლოა
მეცნიერებისთვის უცნობია, ამ სახეობის რამდენი ერთეული არსებობს, რადგან განსხვავებით სხვა ორგანიზმებისგან, ვარდისფერი დელფინები მარტო ან მცირე ჯგუფებად გადაადგილდებიან. ისინი არ ამოდიან წყლის ზედაპირზე, რის გამოც უფრო რთული ხდება მათი შემჩნევა და დათვლა.
4. ვარდისფერი დელფინები წყლის ტანმოვარჯიშეები არიან
ამ სახეობის დელფინებს შეუძლიათ თავის 90 გრადუსით ტრიალი, რაც საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილად გადაადგილდნენ. ასევე ისინი ხშირად არიან შემჩნეული უკუღმა ცურვაში. ეს მდგომარეობა მათ ეხმარება მდინარის ფსკერის უკეთ დანახვაში. მიუხედავად მათი მცირე ზომის თვალებისა, მათ აქვთ შესანიშნავი ექოლოკაციის უნარი და მშვენივრად გადაადგილდებიან ამაზონის ტალახიან წყლებში.
5. ამაზონის ვარდისფერ დელფინებს მითიურ არსებებად მიიჩნევენ
ამ არსებას დიდი დოზით შევხვდებით სამხრეთ ამერიკის ფოლკლორში. ერთ-ერთი ლეგენდა გვიყვება, რომ დელფინები „სახლდებიან“ სიმპატიურ მამაკაცში და აცდუნებენ ქალებს ღამით. სხვა ლეგენდის თანახმად კი, როცა მარტო დაცურავ, შესაძლოა დელფინმა გაგიტაცოს და მაგიურ წყალქვეშა ქალაქში წაგიყვანოს. ამ ტერიტორიაზე დელფინისთვის რაიმეს დაშავება უბედურების მომასწავლებლად ითვლება, რადგან ადგილობრივები მათ პირად მცველებად მიიჩნევენ. 

2007 წელს აღმოაჩინეს დედასთან ერთად მცურავი პატარა დელფინი, რომელმაც გააოცა თვითმხილველები, რადგან ის თავიდან ბოლომდე ვარდისფერი იყო.  მას მოგვიანებით “ფინქი” დაარქვეს.

პირველად ის შენიშნეს ლუიზიანას ნაპირთან. ბიოლოგების თქმით, მისი სხეულის ფერი გამოწვეულია პიგმენტაციით.

“მისი შეფერილობა სხვა დელფინებისგან მკვეთრად განსხვავდება. დელფინის ტყავის ქვეშ არის უამრავი კაპილარი და სისხლძარღვი. როცა ისინი ფართოვდება, ცხოველი ვარდისფერ შეფერილობას იღებს”- ამბობს ცხოველთა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი ნაუმი როუსი.

ერთი რამ მეცნიერებმა დარწმუნებით იციან – ამ ცხოველების რაოდენობა მცირდება. ჰონგ კონგის დელფინთა დაცვის საზოგადოების თქმით 2003 წელს მინიმუმ 158 დელფინი ბინადრობდა ადგილობრივ წყლებში, ხოლო 2014 წლისთვის მათი რიცხვი 61-მდე შემცირდა. სავარაუდოდ დღესდღეობით მათი რიცხვი კიდევ უფრო მცირეა. და საქმე მდგომარეობს არამხოლოდ ადამიანის ინდუსტრიულ საქმიანობაში, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს დელფინების პოპულაციაზე, არამედ მათი გამრავლების თავისებურებაშიც.
გაგიგიათ, ვარდისფერი დელფინის შესახებ?

 

მთელი ცხოვრების განმავლობაში მდედრს შეუძლია გამრავლება მხოლოდ ერთ-ორჯერ, რამდენადაც შობადობათა შორის 4 ან 6 წელია განსხვავება. გარდა ამისა, ახალშობილთა დაახლოებით ნახევარი იღუპება. დიდი რაოდენობით თევზის ჭერა იწვევს იმას, რომ დელფინებს საჭმელად აღარაფერი რჩებათ, დაბინძურებული წყალი წამლავს ცხოველების ორგანიზმს და აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, ხოლო გემების მოძრაობამ შეიძლება მოკლას ისინი. ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი ან ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქ მაკაოსა და მატერიკ ჩინეთს, მკვეთრად ამცირებს ვარდისფერი დელფინების ჰაბიტატს, ეს სულ ოფრო აშორებს დელფინებს ადამიანებისგან.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

7 სექტემბერი 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები