სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

VIDEO: დედაღვთისას მონასტერი იმერეთში, რომელიც უშვილოთა შემწედ ითვლება

0
VIDEO: დედაღვთისას მონასტერი იმერეთში, რომელიც უშვილოთა შემწედ ითვლება
#image_title

ქუთაისიდან 9-10 კილომეტრში, მდებარეობს დედაღვთისის მონასტერი. მამა კონსტანტინე ცაგარეიშვილის ძალისხმევითა და მრევლის შემოწირულობით, მონასტერი 2012 წელს აღდგა. ეს ადგილი არის სულიერი და ხორციელი ტკივილების მკურნალი და უშვილოთა შემწე.

ყოველწლიურად დედაღვთისას მონასტერს ასეულობით მორწმუნე სტუმრობს. მორწმუნეთა დიდ ნაწილს სწორედ უშვილობის პრობლემა აწუხებს და შესაბამისად ღვინკითის დედაღვთისას შესთხოვს, რომ შვილი აჩუქოს ღმერთმა. 

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ

0

გელათის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია, რომელიც საქართველოს დიდებულ წარსულში და დავით აღმაშენებლის ბრწყინვალე ეპოქაში გამოგზაურებთ.

სამონასტრო კომპლექსი მოიცავს შემდეგ შენობებს:

  • XII საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის შობის დიდი ტაძარი განლაგებულია ეზოში;
  • წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  • მე -13 საუკუნითაა დათარიღებული;
  • მეფე დავითის “აღმაშენებელი” დაკრძალულია კარიბჭესთან;
  • სამრეკლო ნაწილობრივ განადგურებულია;
  • სასულიერო აკადემია;
  • ფერმის შენობები.

გელათის მონასტერი 1106 წელს დავით IV აღმაშენებელმა, როგორც სამეფო სავანე დააფუძნა და აქვე შექმნა იმჟამინდელი ტიპის უმაღლესი სასწავლებელი – გელათის აკადემია.

მაშინვე დაიწყო მონასტრის მთავარი, ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც სიწმინდედ ხახულის ღმრთისმშობლის მინანქროვანი ხატი დაასვენეს, (თავად ხატი X საუკუნისაა). ტაძარი გუმბათოვანია, „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისა. მშენებლობა დავით IV აღმაშენებლის სიცოცხლეში დამთავრდა, ე.ი. 1125 წლამდე, ხოლო, მოიხატა უკვე მისი ძმის, დემეტრე I-ის დროს. ამ დროიდან შემოგვრჩა მხოლოდ საკურთხევლის კონქის მოზაიკა და „საეკლესიო კრებათა“ გამოსახულებანი. XII-XIII საუკუნეებში ტაძარს რამდენიმე ეგვტერი მიუშენეს.

ერთ-ერთში მეფე დავით ნარინისად წოდებულში, მისი დროის, ე.ი. XIII საუკუნის მიწურულის მხატვრობაა; მთავარი სივრცისა და სხვა ეგვტერების მოხატულობა XVI-XVII საუკუნეებისაა. გელათის ტაძარს უმდიდრესი სალარო ჰქონდა – ხატ-ჯვრები, ხელნაწერები, სხვადასხვა სამღვდელთმსახურო თუ მემორიალური ნივთები. მათი ნაწილი ადრევე დაიკარგა, ზოგი XIX საუკუნეში, რაც შემორჩა ახლა ქუთაისის და თბილისის მუზეუმებში ინახება.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა

0

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით:

„2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4% შეადგინა.

წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.1%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 3.4%-ით გაიზარდა. განათლება – 3.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 2.3%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.4%-ით, ტრანსპორტი კი – 5.1%-ით.

ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ჯანდაცვასა (-3.8%) და ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლაზე (-3.3%) შემცირდა. დასვენება-გართობა-კულტურა 1.6%-ით გაიაფდა, კავშირგაბმულობა 2.3%-ით და და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი 0.1%-ით.

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც
0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე (26.3%), პირად ჰიგიენასა (5.7%) და პირად ნივთებზე (6.1%).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა ზეთსა
და ცხიმზე (-19.2%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.8%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.0%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.3%-ით), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3.1%-ით). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3%), თევზეულზე (5%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3%)“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

იოდით მდიდარი მინერალური წყალი “ზვარე” გამოიყენება მომნელებელი სისტემის, ღვიძლის, სანაღვლე გზების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების

0

იოდით მდიდარი მინერალური წყალი “ზვარე” გამოიყენება მომნელებელი სისტემის, ღვიძლის, სანაღვლე გზების, ნივთიერებათა ცვლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

საბადო მდებარეობს იმერეთში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე, სოფლების ზვარესა და ჩრდილის საზღვარზე.

“ზვარე”, როგორც სხვა სამკურნალო წყაროები, აღმოჩენილია გონიერი ცხოველების წყალობით. გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა.

მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარეს წყლის უნიკალურობა დაადასტურა.

1934 წელს დაიდგა პირველი ჭაბურღილი, ხოლო ორი წლის შემდეგ დაიწყო მინერალური წყლის ჩამოსხმა.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეს წყალი საბჭოთა რესპუბლიკებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1980 წლის ოლიმპიადაზე “ზვარე” სპორტსმენების სუფრის ოფიციალური წყალი იყო, რაც მისი უნიკალური თვისების — ფიზიკური დატვირთვების დროს ორგანიზმში მინერალების აღდგენის დამსახურება იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოსასხმელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა. ჩამოსხმა კვლავ განახლდა 2010 წელს – ტექნიკური გადაიარაღების და კონსტრუქციული სამუშაოების ჩატარების შემდეგ.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

რა სახის მომსახურებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრები

0

რა სახის მომსახურებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრები.

ავიაბილეთის დაჯავშნისას, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ავიაკომპანიას ან ტურისტულ სააგენტოს, რომ გესაჭიროებათ დახმარება აეროპორტში.
ავიაკომპანია ან ტურისტული სააგენტო, რომელმაც დაგიჯავშნათ ავიაბილეთი მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას აეროპორტის შესაბამის სამსახურს. მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე სულ მცირე 48 საათით ადრე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრთათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე გათვალისწინებულია შემდეგი სახის მომსახურება:
  • სარეგისტრაციო / საინფორმაციო დახლი.
  • წვდომა საზოგადოებრივ ობიექტებთან.
  • დახმარება გაფრენის დარბაზში.
  • დახმარება რეგისტრაციის და უსაფრთხოების შემოწმების დროს.
  • დახმარება ბარგის აღებისას.
  • დახმარება თვითმფრინავში ჩასხდომის და თვითმფრინავის ჩამოსვლის დროს.
  • დახმარება საბაჟო და საიმიგრაციო პროცედურების გავლისას.
  • სველი წერტილები, კაფეტერიები, მაღაზიები მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებზე
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს?

0
გედაცემა „იმუნიტეტი“
როგორ მოვიქცეთ ბავშვებში საკვებით ინტოქსიკაციის დროს?
საუბრობს პედიატრი თაკო კოკაია:

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია

0

“ნაბეღლავის” უნიკალური მინერალური წყაროები თავისი სამკურნალო თვისებებით “ბორჯომს” არაფრით ჩამოუვარდება.

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია. წყარო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 475 მეტრის სიმაღლეზე.

სპეციალისტთა მტკიცებით, “ნაბეღლავის” რეგულარული მოხმარება წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებისგან და მას საჭირო მინერალებით ამდიდრებს.

წყლის მაგნიუმის იონის მაღალი შემცველობა დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. ქლორის დაბალი შემცველობა წყლის სამკურნალო ეფექტს საგრძნობლად ზრდის, ხოლო სულფატების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მკურნალობისას.

მინერალების უნიკალური კომპლექსის წყალობით “ნაბეღლავი” შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ეფექტურია მომნელებელი სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დაავადებების მკურნალობის დროს.

“ნაბეღლავის” ისტორია 1905 წელს იწყება. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივებმა ყურადღება მიაქციეს წყაროს, რომლის წყალს ხარები ეტანებოდნენ. საბადოს პირველი კვლევა 1921 წელს ლატვიელმა მეცნიერმა რობერტ კუპცისმა ჩაატარა.

სოფელ ნაბეღლავში კურორტის დაარსების შემდეგ, 1958 წელს წყლის სამრეწველო ჩამოსხმა დაიწყო. მინერალური წყლების ადგილობრივი ქარხნის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი 1998 წელს დაიწყო, როდესაც წარმადობა და პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა.

ზადენის საიდუმლო თავდაცვითი დარანი! – რას მალავს ზადენის გორა…

0
ზადენის საიდუმლო თავდაცვითი დარანი!

შუასაუკუნოვანი მიწისქვეშა საცხოვრისი, ადიგენში სოფელ ბენარასთან ადგილობრივებმა შემთხვევით აღმოაჩინეს.

„ზადენ გორაზე კვიცი ჩავარდა გორაში, რომელსაც ჩაჰყვა დედა. ახლოს მივედი, დავათვალიერე ეს მიწისქვეშა ოთახი, სავარაუდოდ ეს არის დანარის ტიპის დარბაზები…“, – ამბობს არქიმანდრიტი იობი ბრეგვაძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ეთნობოტანიკის საკოლექციო ნაკვეთზე ქართული სახლის მინიატურული მოდელის მშენებლობა დასრულდა

0
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ეთნობოტანიკის საკოლექციო ნაკვეთზე ქართული სახლის მინიატურული მოდელის მშენებლობა დასრულდა.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

ესპანური ღვინის გამოცემა Vinos Y Camino საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

0

„საქართველომ Madrid Fusión-ს ქართული ღვინო და გასტრონომია გააცნო“-ამ სათაურით გამოცემა Vinos Y Camino მსოფლიოს უდიდეს გასტრო კონგრესზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხმაურება და კულინარიული და ღვინის ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.

„ქართული ღვინო სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში, ახალი აღმოჩენებით საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინის წარმოება 8000 წლოვან ისტორიას ითვლის. შულავერში უძველეს დასახლებაში აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევებით მტკიცდება, რომ საქართველო ღვინის აკვანია. მეღვინეობა საქართველოს 9 რეგიონს მოიცავს, თითოეული კუთხე განსხვავებულია კლიმატით და ნიადაგით. საქართველოში ვაზის 525 ჯიშია.
რაც შეეხება ქართულ გასტრონომიას, ეს არის კერძებისა და ღვინის ტრადიციების შერწყმა, რომელიც მოიცავს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას, ეს არის სუფრა, სადაც მრავალფეროვან კერძებთან და ღვინოსთან ერთად ადამიანები სადღეგრძელოებს ამბობენ და მღერიან“,-წერს Vinos Y Camino.

სტატიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ტურისტული ადგილების აღწერას.

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს, საქართველო მდიდარია ტურისტული ადგილებით. აქ ნახავთ ორი ათასს მინერალურ წყაროს, 12 ათასზე მეტ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, ტყეებს, დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკებს. საქართველოში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, ლაშქრობა, ცხენოსნობა, სპორტული თევზაობა და სხვა აქტივობები“,-წერს Vinos Y Camino.

ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 საქართველომ სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.

კონგრესზე მადრიდში მდებარე რესტორანმა ნუნუკამ და შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო წარადგინეს. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა ქართული ღვინის მრავალი საუკუნოვანი ისტორია გააცნო.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.