შოვის მინერალურ წყაროებში რამდენიმე სახეობის სამკურნალო წყალია

გიორგი ბერიანიძე
ავტორი
გიორგი ბერიანიძე - ჟურნალისტი
წყარო:

შოვის მინერალურ წყაროებში, რომელიც საქართველოს ყველაზე მაღალმთიან ბალნეოლოგიურ კურორტად ითვლება (1600 მეტრი), რამდენიმე სახეობის სამკურნალო წყალია.

„დარასუნი” — დაბალმინერალიზებული ჰოდროკარბონატული კალციუმიანი წყალია. მას რბილი და სასიამოვნო გემო აქვს და ყოველდღიური მოხმარებისთვის არის გამოსადეგი. “ბორჯომი–უწერას” წყალი ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან წყლებს განეკუთვნება და მას ყველაზე მაღალი მინერალიზაცია ახასიათებს.

შოვის — დეტალები

შოვის მინერალური წყლებით სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და მომნელებელი სისტემის დაავადებებს კურნავენ. კურორტზე ფუნქციონირებს სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სპა–სალონები. ახლახან აქ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “სანსეტ შოვი” აშენდა.

კურორტი შოვი ექიმ შამშე ლეჟავას წყალობით გაიხსნა, რომელიც დაიბადა სოფელ წკადისში, სამედიცინო განათლება კი ვენაში 1905–1910 წლებში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ ექიმმა დაათვალიერა ცნობილი ევროპული კურორტები — დავოსი, ბადენი, აპანდები, ვალენზეე, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, რათა სამშობლოში შეექმნა კურორტი, რომელიც ევროპულებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  ქვათახევის მონასტერში უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
მიჰყევით:
ჟურნალისტი — საქართველოს კუთხეები და მარშრუტები. წერს რეგიონებზე, ბუნების ძეგლებზე, სალაშქრო ბილიკებსა და მოგზაურობის პრაქტიკულ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის