ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

„კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500- ამდე პროექტი, მათ შორის, 60-ამდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემა

0

„კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ეროვნული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით , – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500- ამდე პროექტი, მათ შორის, 60-ამდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემა, აქედან ხელოვანთა შემოქმედების ამსახველი 20-ამდე წიგნი-ალბომის გამოცემა და სხვა პროფესიული კონკურსი თუ ღონისძიება.

„საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა/დაფინანსდა 130-ამდე პროექტი, აქედან 100-ზე მეტი პროექტი-ღონისძიება საზღვარგარეთ, 15-ამდე საერთაშორისო ღონისძიება განხორციელდა საქართველოში, ხელი შეეწყო 17 ახალგაზრდა არტისტის 5-ზე მეტ ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 20 პროექტი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ყოველწლიურ მოხსენებაში ასევე საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენა/შესწავლა/ ინვენტარიზაციაზე.

„სააგენტოში შექმნილია და დღემდე მუდმივად ვითარდება გეო ინფორმაციული სისტემა (გის) პორტალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზას ინტერაქტიული რუკით. გის პორტალზე თავს იყრის ინფორმაცია ფოტოებით, აღწერილობებითა და ზუსტი მდებარეობით თითოეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე/ობიექტზე, მათ დაცვით ზონებზე, სამუზეუმო კოლექციებზე, მუზეუმებზე, მუზეუმ-ნაკრძალებზე, კედლის მხატვრობებსა და დოკუმენტაციაზე. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა 226 ძეგლის/ობიექტის აღწერა/შესწავლა/ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებიც აისახა გეოსაინფორმაციო ბაზაში.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 19 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საანგარიშო პერიოდში მომზადდა 10 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს 8 ძეგლის პროექტირება.

უპილოტო საფრენი აპარატების, ზუსტი GPS მოწყობილობებისა და 3D ლაზერული სკანერის საშუალებით ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების აერო ფოტო-ვიდეო გადაღება, ფოტოფიქსაცია, 3D მოდელებისა და მრავალწერტილოვანი ზუსტი ფიქსაციის შესაქმნელად, შემდგომში არქიტექტურული პროექტის უზრუნველსაყოფად, ზუსტი ანაზომების მისაღებად ან დაზიანების დინამიკის განსასაზღვრად. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 24 ერთეული 3D მოდელი. სახელოვნებო განათლების საკანონმდებლო რეფორმის განხორციელების მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მიერ მომზადდა „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის პროექტი და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იქნება სრულად ახალი კანონი და მოაწესრიგებს დღესდღეობით დაურეგულირებელ სფეროს − სახელოვნებო განათლებას (რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის პარალელურად ხორციელდება) და უზრუნველყოფს მის ჩართვას ფორმალური განათლების სისტემაში. სათეატრო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, სამინისტროს მიერ მომზადდა ახალი კანონის პროექტი „თეატრების შესახებ“ და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ კანონს „პროფესიული თეატრების შესახებ“. კანონპროექტი უზრუნველყოფს თეატრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას. როგორც სახელოვნებო განათლების, ისე თეატრების მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია კონკურსის წესით 10-ამდე პრიორიტეტული მიმართულებით. პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს შესაბამისი პირებისა და დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია. ინფორმაცია კონკურსებისა და მისი შედეგების შესახებ გამჭვირვალეა და რეგულარულად ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. დაიწყო კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვა მუზეუმებში. მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 5 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

საქართველოს მასშტაბით, 15 იანვარს ძირითადად უნალექო იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -3 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +10 – უმეტესად მზიანი

სოხუმი +11 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +12 – უმეტესად მზიანი

მესტია +5 – თოვლი

ფოთი +11 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +11 – მოღრუბლული

ოზურგეთი +11 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +13 – უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური +10 – უმეტესად ღრუბლიანი

ახალციხე +6 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +4 – უმეტესად ღრუბლიანი

ბაკურიანი +3 – უმეტესად ღრუბლიანი

გორი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +6 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +1 – უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური -3 – მოღრუბლული

თელავი +6 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +9 – მოღრუბლული

თბილისი +8 – მოღრუბლული

„მომდევნო წლისთვის აჭარა 6 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას ელის“- ბათუმის მერი

0
აჭარა

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 10%-ზე მეტად გაიზარდა.“. ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო წლისთვის აჭარა 6 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას ელის, საიდანაც 80%-ზე მეტი ბათუმის ვიზიტორი იქნება.

წლევანდელ სეზონს აჭარა ბევრი სიახლით ხვდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა სერვისების განვითარების კუთხით. აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე. მხოლოდ გუშინ რამდენიმე ატრაქცია და ობიექტი გავხსენით, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით. ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ზრდა 2023 წელთან შედარებით, ასევე 2019 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი განთავსების ადგილები, ახალი გასართობი, რეკრეაციული, შემეცნებითი სივრცეები, სკვერები, პარკები და ველოდებით ტურისტული სეზონის გახსნას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით. შარშან 4.6 მლნ-ზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ და ეს მოლოდინები რა თქმა უნდა, რეალისტურია ჩვენი ინფრასტრუქტურით, იმ დატვირთულობით, რაც ბოლო პერიოდში აქვს აჭარას, მზარდი წარმატებებით და აღიარებებით, რაც აქვს ბათუმს“,- განაცხადა ბათუმის მერმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

არქიტექტურის თუ ცხოვრების სტილის გამო “კავკასიის პარიზად” მოიხსენიებდნენ – სოლოლაკი…

0

სიტყვა სოლოლაკი,როგორც ამბობენ, არაბული სიტყვაა და ნიშნავს აკვედუკებს, არხებს. სხვადასხვა გადმოცემით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის მოსარწყავად არაბთა ბატონობის ხანაში, სარწყავი არხები აუშენებიათ. ამარხებს „სუ-ლა–ლაჰს ეძახდნენ და, როგორც ჩანს, ეს სახელწოდება მის მკვებავ ნაკადულზე და შემდგომ მთაზეც გავრცელდა. უფრო გვიან კი ეს სახელწოდება მთის ძირას მოქცეულ ნაკვეთსაც დაარქვეს.

დღევანდელი სოლოლაკი ძველთაგანვე ბაღებითა და ბაღჩებით ყოფილა დაფარული.

ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე სოლოლაკში აღნიშნულია მეფის, დედოფლის, მამასახლისის, თბილელი ეპისკოპოსის ბაღები.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სოლოლაკში ბურჟუაზია დასახლდა და იქ არსებული არქიტექტურის თუ ცხოვრების სტილის გამო მოგზაურები მას ” კავკასიის პარიზად ” მოიხსენიებდნენ.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

 

ვიდეო – ერთაწმინდა. კასპი. შიდა ქართლი

0
ერთაწმინდის და კასპის მთიანი ლანდშაფტი თრიალეთის ქედზე შიდა ქართლში
შიდა ქართლის მთებში ჩამალული ერთაწმინდა და კასპი მოგზაურების უმეტესობას უცნობია, თუმცა სწორედ ეს ადგილები წარმოადგენს ქართული ბუნების და ისტორიის ავთენტურ თვალსაზრისს. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე მდებარე ეს რეგიონი იდეალურია ნამდვილი ქართული კულტურის შესაცნობად.

ერთაწმინდა. კასპი. შიდა ქართლი

ერთაწმინდა – სოფელი კასპის რაიონში (ახალქალაქი სოფსაბჭო), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 840

Paata Vardanashvili

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს

0

პედიატრი ლალი ჯანაშია სოციალური ქსელში წერს, რომ „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში“.

„ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, A გრიპის შემთხვევები მესამედზე მეტია გრიპზე გატესტილ პაციენტებში, ბავშვთა საწოლფონდის კოლაფსია პრაქტიკულად, დღის სტაციონარის მეშვეობით ვახერხებთ დავასტაბილუროთ და ჰოსპიტალიზაციას ავარიდოთ პაციენტთა ნაწილი, პარალელურად არის კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები, ამოვყოთ პატივცემულო ჩინოვნიკებო თავი საცივიდან და მოვიდეთ ფორმაში!

მშობლებს გთხოვთ პირველივე საათებში ნუ მიმართავთ ჰოსპიტალებს, ოჯახის ექიმების დახმარებით პირველი 24 საათი ვმართოთ ბინაზე პატარები ფიზიკური გაგრილების და ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალებებით, დატვირთეთ სითხეებით. მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც ონლაინ, ასევე დღის სტაციონარის ფარგლებში.

თუ ბავშვი ადინამიურია, აქვს ღებინება, ფაღარათი და არ იღებს სითხეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ იყენებთ ბინაზე ინფუზიას (გადასხმას), კატეგორიულად მიუღებელია ეს ფორმა, ასევე ნუ იწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას, ნუ წაშლით კლინიკურ სურათს, ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას, ჯანმრთელობას გისურვებთ“! – წერს ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ

0

50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი და ახალი ეკლესია–მონასტრები, ციხე–სიმაგრეები, კოშკები, გამორჩეული ისტორიული და ბუნების ძეგლები – საქართველოს ეს სიმდიდრე ძამას ხეობაში მდებარეობს.

ძამას ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ.

ძამის ხეობის ღირსშესანიშნაობები

ლინკი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

0

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე.

3 მაისი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.

6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.

8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ეკის მონასტერი

0

ეკის მონასტერი სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარე IX-XVIII სს-ის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას – IX – X სს-ის მიჯნა (მოიცავს უფრო ადრინდელ ფენას); ეკლესიის კარიბჭეს _ XIII – XIV სს; სასახლეს _ XIII – XIV სს; სამრეკლოს _ XIII–XIV სს-ის მიჯნა; გალავანს– X, XVII- XVIII სს. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრის და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება.მონასტერში ცენტრალური ადგილი უკავია იოანა ნათლისმცემლის ეკლესიას, მისგან ჩრდილო-დასავლეთით სამრეკლო და სასახლე დგას,რომელსაც აღმოსავლეთიდან უერთდება დანგრეული, მიწასთან გასწორებული შენობათა ნაშთები.ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ისეთივე მდებარეობა აქვს,როგორსაც ციხეების ასაგებად არჩევდნენ.მთის თხემის დაახლოებით 150X50 მ-ის ფართობის მქონე მოზღუდული ტერიტორია, სადაც სამონასტრო ნაგებობები დგას,ციტადელს წარმოადგენს. აქედან რელიეფი დამრეცად ეშვება ჩრდილოეთით და დასავლეთით,ხოლო დანარჩენი ორი მხრიდან ტყით დაფარული შვეული ფერდობები აკრავს.

კომპლექსის ორ ნაწილს შორის კავშირი მყარდებოდა ციტადელის გალავანზე მიდგმული სასახლისა და სამრეკლოს კედლებს შორის არსებული ღიობით. ქვედა ციხიდან მისკენ მიემართება კიბის მარში, რომელიც რესტავრაციის დროს გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა.გალავანს ეტყობა მრავალგზის შეკეთების კვალი.

მისი სიმაღლე ზოგან 8-10 მეტრამდე აღწევს.

არის ასევე მიწამდე დანგრეული მონაკვეთები.გალავნის ნატეხი ქვით ნაგებ კედლებზე გარედან ადგილ-ადგილ მიდგმულია ნახევარწრიული, ზევით კონუსისებურად შევიწროებული კონტრფორსები.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

15 და 16 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება

0
ბათუმის ზაფხულის ფესტივალი სანაპირო ზოლზე მუსიკოსებითა და ვიზიტორებით
ბათუმის ზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებული მითები და რეალური ფაქტები. გაიგეთ რატომ არის ეს ღონისძიება ყველასთვის ხელმისაწვდომი და საინტერესო.
ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.

ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, სტუმრებისთვის, განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა. მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარის რეგიონში, სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

15 და 16 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება.
May be an image of 1 person and boatMay be an image of 4 people and text

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.