სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ

0

„ბათუმობა 2024“ აღინიშნება. ბათუმობის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„დღევანდელი დღე, ბათუმობის დღესასწაული თანაბრად უხარია დიდსა თუ პატარას, ბათუმელსა თუ ბათუმის სტუმარს. ყოველი გატარებული დღე ბათუმში არის დაუვიწყარი და ქალაქის თითოეული სტუმარი თავის წილ ბათუმს გულით დაატარებს. განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქი თავისი ისტორიით, სტუმართმოყვარეობით, წარსულით, აწმყოთი და რა თქმა უნდა მომავლით.

ჩვენთვის, ყველასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბათუმელმა იცხოვროს ღირსეულ განვითარებულ, ლამაზ, მოწესრიგებულ, კომფორტულ და ევროპულ ქალაქში. ამისთვის, აჭარის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთ.

ბათუმმა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის თუ ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით. ბათუმი უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა, როგორც ევროპის წარმატებული ტურისტული მიმართულება. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წარმატება გავამყაროთ, კიდევ უფრო ღირსეული და სამართლიანი ქალაქი დავახვედროთ ჩვენს საპატიო სტუმრებს.

მსურს მივულოცო ბათუმის საპატიო მოქალაქეებს და საპატიო ბათუმელებს დღევანდელი აღიარება, ყველა თაობა ვალშია თქვენთან იმ გაწეული შრომისთვის, იმ წვლილისთვის,რაც თქვენ გაქვთ შეტანილი ჩვენი საყვარელი ქალაქის განვითარებაში, მის წინსვლასა და საუკეთესო მხრიდან წარმოჩენაში”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 136 წლისთავთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები იმართება.

დღის ბოლოს გაიმართება საზეიმო გალაკონცერტი სიმფონიური ორკესტრის და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით.

საქართველო National Geographic-ის 2024 წლის სამოგზაურო სიაშია

0

National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი-ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს.

„ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე კავკასიონის თოვლიან მთებს, ალჟირის უძველეს კლდოვან ხელოვნებას“, – წერს National Geographic და საქართველოს შემდეგი ქვესათაურით აღწერს: „სათხილამურო ტური საქართველოში მდებარე იუნესკოს ძეგლებს შორის“

ინფორმაციასთან ერთად National Geographic-ის გვერდზე უშგულში თხილამურებით სრიალის შესახებ ვიდეორგოლია ატვირთული.

„თხილამურებით სრიალი, მოგზაურობა და ნადირობა მთიან საქართველოში ცხოვრების წესია. სვანეთში შეგიძლიათ ისრიალოთ უღელტეხილებზე და შუა საუკუნეების სოფელ უშგულში, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი მუდმივი დასახლებაა. საუკეთესო თავგადასავლების პერიოდი დეკემბერში იწყება და აპრილში სრულდება“,- წერს National Geographic.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

0
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება
#image_title

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.

„საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი.  გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგან ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. 26 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნესსექტორი. მადლობა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ყოველთვის იღებენ ქალაქის მორთულობაში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, წელსაც ბიზნესსექტორისგან დიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს. მინდა, ამჯერადაც მოვუწოდო მათ აქტიურობისკენ. მზად ვართ, გამოვუყოთ შესაბამისი სივრცეები, მათ კი შეუძლიათ, ერთგვარი პიარკამპანია ჩაატარონ. ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიაში

0
იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიაში
#image_title

ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი (1871–1933) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საქართველოს ეროვნული ოპერის შემოქმედების ფუძემდებელი.

იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიაში.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
ადრეული ცხოვრება და განათლება,
დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში, სასულიერო მოღვაწის ოჯახში.
პირველად სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი ტფილისის (თბილისის) სასულიერო სემინარიაში, სადაც მუსიკასაც ეუფლებოდა.
1891 წელს გაემგზავრა თბილისში, სადაც აქტიურად ჩაერთო მუსიკალურ საქმიანობაში.
შემდგომში სწავლა განაგრძო მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც კომპოზიციას და ორკესტრაციას იწაფებოდა სერგეი ტანეევისა და მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვის ხელმძღვანელობით.
შეიძლება იყოს ბილეთის ძირი და ტექსტი გამოსახულება
შემოქმედება
ფალიაშვილის ძირითადი ღვაწლი უკავშირდება ეროვნული ოპერისა და სიმფონიური მუსიკის შექმნას საქართველოში.
მისი ყველაზე ცნობილი ოპერები არის:
„აბესალომ და ეთერი“ (1919) — ნოდარ დუმბაძის სიტყვებით „ქართული ოპერის სიმბოლო“, დაწერილია ცნობილი ხალხური ეპოსის მიხედვით.
„დაიმერი“ (1923).
„ლატავრა“ (1903, დაუმთავრებელი).
ფალიაშვილმა ქართული ხალხური სიმღერები, ნაქები და საგალობლები სამეცნიერო-კომპოზიტორულ დონეზე დაამუშავა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ მუსიკალურ სკოლას.
იყო დირიჟორი, მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
1917 წელს ზაქარია ფალიაშვილი გახდა ახლად დაარსებული თბილისის კონსერვატორიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პირველი რექტორი.
ასწავლიდა კომპოზიციას, თეორიას, ქორალმოვარსკვლავეობას.
მისი მოწაფეები იყვნენ მომავალი ცნობილი ქართველი კომპოზიტორები, მათ შორის ანდრია ბალანჩივაძე.
მნიშვნელობა და მემკვიდრეობა
ზაქარია ფალიაშვილი სამართლიანად ითვლება „ქართული კლასიკური მუსიკის მამად“.
მისი ოპერა „აბესალომ და ეთერი“ დღემდე რჩება საქართველოს ოპერის თეატრის რეპერტუარში.
საქართველოს ჰიმნის მუსიკა შექმნილია ზაქარია ფალიაშვილის საგალობელთა მოტივებზე.
მისი სახელი დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას აქვს მინიჭებული.
გარდაცვალება
ზაქარია ფალიაშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 6 ოქტომბერს თბილისში.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.შეიძლება იყოს საწოლი და საძინებელი ოთახი გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი და მაგიდა გამოსახულებაშეიძლება იყოს 4 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
შეიძლება იყოს იატაკზე დასადგმელი მაღალი საათი გამოსახულება
შეიძლება იყოს იატაკზე დასადგმელი მაღალი საათი, ფორტიპიანო და ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ფორტიპიანო და იატაკზე დასადგმელი მაღალი საათი გამოსახულებაშეიძლება იყოს ჩანაწერების დამკვრელი, იატაკზე დასადგმელი მაღალი საათი და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში

0
ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში
#image_title

ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, თუმცა ვიზიტორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს.

ყველაზე ლამაზი და არაორდინალური სასტუმროები საქართველოში:

სასტუმრო ,,დუენდე’’ ლაგოდეხში

ტყიანი ეზო, ნომრები ტყეში და მდინარე ნინოს პირას მდგარი კოტეჯი დაუვიწყარ შეგრძნებებს დაგიტოვებთ.

კარავი სასტუმრო ამბროლაურში

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ტყეში ჩაფლული…

ჰეშკილის ქოხები

ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფელ ჰეშკილში რამდენიმე ქოხია, რომელთაგანაც ერთ-ერთი პირდაპირ ხეზეა განთავსებული, ზუსტად ისე როგორც ზღაპრებში. ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ეს ნომერია.

მეხუთე სეზონი

სასტუმრო ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე მდებარეობს. მისი შემქმნელი გელა არაბულია, რომელმაც სასტუმროს სახელი მეგობრის, ალუდა ქეთელაურის ხსოვნის საპატივცემულოდ დაარქვა.

27-28 სექტემბერს, ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი – ქართული ხორბლის დღეები“ გაიმართება

0
ქართული ტრადიციული პურის ფესტივალი თბილისის ბოტანიკურ ბაღში
27-28 სექტემბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მოიცავს ქართული ხორბლის ენდემური სახეობების გაცნობას და პურის ცხობის მასტერკლასებს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 27 და 28 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ მეექვსედ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები ჩატარდება.

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ღონისძიებაზე დაგხვდებათ ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე,ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის მომზადებისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.

ფესტივალს მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ღონისძიება გაიხსნება სემინარით თემაზე – „ქართული ხორბლის კულტურა“.

„პურის ფესტივალი’’ 27 და 28 სექტემბერს,12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ მოგზაურობას და თავგადასავალს გპირდებათ

0

სათაფლია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიისა და ბუნების მრავალფეროვნებას. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.

სათაფლიაში აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.

დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია. 

სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ მოგზაურობას და თავგადასავალს გპირდებათ. ეს არის შესანიშნავი ადგილი, სადაც დაათვალიერებთ უნიკალურ კოლხურ ტყეს. აქ გატარებული სასიამოვნო დრო მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ, როგორც ფანტასტიკური და დაუვიწყარი მოგონება. სათაფლია გელით თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ახალი აღმოჩენების, ისტორიების შესაქმნელად და მრავალი დაფარული საიდუმლოს გამოსარკვევად.

წყარო:

გიორგის საოჯახო მარნის ისტორია ჯერ კიდევ მისი დაბადებისას დაიწყო

0
გაიცანით გიორგი სხირტლაძე, სოფელი ხიმშიდან.
გიორგის საოჯახო მარნის ისტორია ჯერ კიდევ მისი დაბადებისას დაიწყო.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეოში

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში?

0
გადაცემა „იმუნიტეტი“
როგორ მოვიქცეთ მდუღარე წყლით და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში?
საუბრობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე:

ნოქალაქევის ტეხურის კანიონი – ეს სამეგრელოა !

0
xr:d:DAGB0EEP1sk:55,j:5027567312492483881,t:24040813

ნოქალაქევის ტეხურის კანიონი. ეს სამეგრელოა !

Giorgi Nikolava

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.