სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

ეკის მონასტერი

0

ეკის მონასტერი სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში მდებარე IX-XVIII სს-ის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსს 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას – IX – X სს-ის მიჯნა (მოიცავს უფრო ადრინდელ ფენას); ეკლესიის კარიბჭეს _ XIII – XIV სს; სასახლეს _ XIII – XIV სს; სამრეკლოს _ XIII–XIV სს-ის მიჯნა; გალავანს– X, XVII- XVIII სს. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საისტორიო საბუთებში გვიანი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. ცნობები მონასტრის და მისი ნაგებობების აგების შესახებ არ მოიპოვება.მონასტერში ცენტრალური ადგილი უკავია იოანა ნათლისმცემლის ეკლესიას, მისგან ჩრდილო-დასავლეთით სამრეკლო და სასახლე დგას,რომელსაც აღმოსავლეთიდან უერთდება დანგრეული, მიწასთან გასწორებული შენობათა ნაშთები.ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერს ისეთივე მდებარეობა აქვს,როგორსაც ციხეების ასაგებად არჩევდნენ.მთის თხემის დაახლოებით 150X50 მ-ის ფართობის მქონე მოზღუდული ტერიტორია, სადაც სამონასტრო ნაგებობები დგას,ციტადელს წარმოადგენს. აქედან რელიეფი დამრეცად ეშვება ჩრდილოეთით და დასავლეთით,ხოლო დანარჩენი ორი მხრიდან ტყით დაფარული შვეული ფერდობები აკრავს.

კომპლექსის ორ ნაწილს შორის კავშირი მყარდებოდა ციტადელის გალავანზე მიდგმული სასახლისა და სამრეკლოს კედლებს შორის არსებული ღიობით. ქვედა ციხიდან მისკენ მიემართება კიბის მარში, რომელიც რესტავრაციის დროს გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა.გალავანს ეტყობა მრავალგზის შეკეთების კვალი.

მისი სიმაღლე ზოგან 8-10 მეტრამდე აღწევს.

არის ასევე მიწამდე დანგრეული მონაკვეთები.გალავნის ნატეხი ქვით ნაგებ კედლებზე გარედან ადგილ-ადგილ მიდგმულია ნახევარწრიული, ზევით კონუსისებურად შევიწროებული კონტრფორსები.

წყარო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

15 და 16 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება

0
ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა მეხანძრე-მაშველებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.

ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, სტუმრებისთვის, განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა. მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარის რეგიონში, სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

15 და 16 ივნისს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება.
May be an image of 1 person and boatMay be an image of 4 people and text

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში – ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი

0
„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში – ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი
#image_title

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) –დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთში, ქალაქ თელავში.

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) –  „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

.ეს იყო კახთა მეფის რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. პირველად 1667 წელს არჩილ მეფემ აქ სასახლე, აბანო და კარის ეკლესია ააგო. ხოლო გალავანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობები ერეკლე II-მ ააგო. სასახლე წარმოადგენს ერთ დიდ დარბაზს, რომელსაც 6 კვადრატული ფორმის ოთახი აკრავს. შეიძლება ითქვას რომ სასახლე წარმოადგენს ირანული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს.  ერეკლე II-მ სასახლე თავის რეზიდენციად აქცია და საზოგადოებაში დამკვიდრებულია როგორც ერეკლეს სასახლე. ციხის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო, სადაც არის გამოფენილი ქართველი და ევროპელი მხატვრების ფერწერული ტილოები.

“ბატონის ციხედ” ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.

სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., მეფის კარის ეკლესიები X-XVIII ს.ს., ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო – XVII ს., სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი – XVIII ს., აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები. მათ შორის: XIXს-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და “პერედვიჟნიკების” პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.

მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. ქალაქ თელავში მდებარე კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ  ძეგლს  წარმოადგენს.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი.

ერეკლე მეორის კარის ეკლესია გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან მდებარეობს. ექვთიმე თაყაიშვილის გამოკვლევით, ერეკლე მეორის კარის ეკლესია აშენებულია ერეკლეს მიერ 1753 წელს. დღესდღეობით, ეკლესია საგრძნობლად შეცვლილია. გადაკეთებულია დასავლეთის ნაწილი, სადაც მიდგმული აქვს დამატებით ახალი მასივი, რომელიც უფრო ვიწროა და დაბალი, ვიდრე პირველადი ნაგებობა. პირვანდელი ძველი ერეკლესეული ეკლესია აგურით არის ნაგები და იგი ჩვეულებრივ დარბაზულ, ერთნავიან შენობათა ტიპს მიეკუთვნება.
ყოველწლიურად, 7 ნოემბერს თელავში „თელავქალაქობა“ იგივე ერეკლეობა’ აღინიშნება.

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში დაიბადა. 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე გახლდათ და თეიმურაზ II-ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI-ის ასული) შვილი იყო.

ქართველმა ხალხმა ერეკლე II-ს მოფერებით „პატარა კახი“ უწოდა, რომელსაც კახეთის სამეფო ტახტზე ასვლა აღმოსავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მოუხდა და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ომებსა და მტრებთან ბრძოლაში გაატარა. არაერთი ქართველი და უცხოელი ისტორიკოსი შეეხო ერეკლე II-ს და მასზე ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა.

ერეკლე II-ის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ისტორიული ცნობები, ხელნაწერები, პირადი წერილები, ერეკლეს სტამბის გამოცემები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები და სხვა. ექსპონატები საქართველოსთვის განსაკუთრებული, ღვაწლმოსილი მეფის როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე პირად ცხოვრებას ასახავენ

რას ნახავთ ერეკლე მეორის სასახლეში

+36, +38 გრადუსი – სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

0
ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში იქნება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
#image_title

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. +36, +38 გრადუსი – სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

სინიპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

პირველი ქართველი, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო. ადამიანი, რომელმაც შეგვინარჩუნა დადიანების საგანძური

0
აკაკი ჭანტურია – პირველი ქართველი, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.
ადამიანი, რომელმაც შეგვინარჩუნა დადიანების საგანძური,
აკაკი ჭანტურია 1881 წლის 12 თებერვალს ინწრა- მოროჟის ნაპირებზე მდებარე სოფელ ჩქვალერში, მღვდელ ივანე ჭანტურიასა და ქალბატონ ხანძე შამუგიას ოჯახში დაიბადა.
იგი მეხუთე ბიჭი ყოფილა. მშობლებმა მას დიდი პოეტის სახელი-აკაკი დაარქვეს.
აკაკის ადრეულ ასაკში გარდაეცვალა მამა და ძმებმა გაზარდეს.
პირველი განათლება ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. თვითგანათლებასაც ღებულობდა: იძენდა ქართულ-რუსულ ლიტერატურას და სანამ უცხოეთში წავიდოდა, შექმნა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა.
მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით მუშაობდა ქალაქ ბათუმში როტშილდის ქარხანაში.
გადაწყვეტილი ჰქონდა ინგლისში წასვლა და შეისწავლა ინგლისური ენა. 1904 წელს გაემგზავრა ლონდონში.
იქ დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ლონდონის უნივერსიტეტის გეოლოგიურ ფაკულტეტზე. თავის რჩენის მიზნით მასწავლებლობაც დაიწყო.
ლონდონში ყოფნის დროს დაუმზადებია თვითნაკეთი ჩონგური, რომელზედაც უკრავდა და დაამღერებდაო, ნათქვამია ერთ-ერთ მოგონებაში. ( გამოდიოდა ხალხური შემოქმედების საღამოებზე ლონდონში).
დაამთავრა გეოლოგიის ფაკულტეტი, შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, კარტოგრაფია სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, ფოლკლორი და ხელოვნება.
აკაკი ჭანტურია იყო პირველი ქართველი, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.
1919 წელს გაემგზავრა ამერიკაში ცოდნის გასაღრმავებლად. ინგლისში დაბრუნების შემდეგ ცოლად შეირთო საოცრად მომხიბვლელი გარეგნობისა და ხასიათის ლონდონელი ქალი-ქეთრინ უოლტერ ბოლი.
1920 წელს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. აკაკი ჭანტურიას მიზანი იყო მუზეუმის დაარსება ზუგდიდში. ოცნება აისრულა, მაგრამ მიზნისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთული და ეკლიანი აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნულ მთავრობას სურდა მჭიდრო კავშირი დაემარებინა აკაკი ჭანტურიასთან. ნოე ჟორდანიას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეუთავაზებია, მაგრამ აკაკი არ დათანხმებულა, რადგან მისი ერთადერთი მიზანი ზუგდიდში მუზეუმის დაარსება იყო.
იმ დროს ზუგდიდში რევკომს თავმჯდომარეობდა აკაკი ქავთარაძე, განათლებული და ჭკვიანი კაცი. როგორც კი გადაწყდა საკითხი დადიანების ქონების საფუძველზე ზუგდიდში მუზეუმის გახსნის შესახებ, მაშინვე მოუწვევიათ აკაკი ჭანტურია და ისიც შეუდგა მუზეუმის გახსნისათვის მზადებას.
მუზეუმი გაიხსნა 1921 წლის 1 მაისს ,,სამეგრელოს მუზეუმის“ სახელწოდებით. აკაკი ჭანტურიამ არა მარტო დადიანების ნივთები და წიგნები გადაარჩინა განადგურებას, არამედ საეკლესიო საგანძურიც შემოგვინახა.
1937 წლიდან დაიწყო აკაკი ჭანტურიას აშკარა დევნა. საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და განძის გადასარჩენად მან არნახული ცინიზმი, შეურაცყოფა და დამცირება აიტანა. მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფს მეუღლეც ადრე გარდაეცვალა და მოსავლელად დარჩა ხუთი მცირეწლოვანი შვილი.
1940 წლის 23 იანვარს დასრულდა დადიანების სასახლეში მისი ეპოქა. ,,აკაკი ჭანტურია მეტად დადებითი პიროვნება იყო: შრომისმოყვარე და უნარიანი, სამწუხაროა, რომ მას ადგილობრივად არ შეუქმნეს პირობები იმისათვის, რომ ჯეროვნად გაეშალა მუშაობა და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოეჩინა.
აკაკი ჭანტურიას კერა არ ჩამქრალა, მას ყავს შესანიშნავი შვილიშვილი კესო ჭანტურია, ბატონ ვივიანეს ქალიშვილი.
2014 წელს მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ აკაკი ჭანტურიას დაუდგა ძეგლი მუზეუმის ეზოში, რომელიც დარაჯად უდგას თავის სანუკვარ მუზეუმს.
ნინო ლაგვილავა // ბიბლიოთეკარი.
Dadiani Palaces დადიანების სასახლე

ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

0

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლორის უნიკალური სახეობების დათვალიერება და მის გამორჩეული წარმომადგენლების გაცნობაა შესაძლებელი.  ტბების მიმდებარედ შესაძლებელია დაგეგმოთ 7 სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო, საავტომობილო, ველო და საცხენოსნო ტური.

ეროვნულ პარკში 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველი შეგხვდებათ. ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ.

ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდი – ფარავნის ტბა.  ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია.  ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის.

წყარო:

შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება

0
ფილმის გადაღება - აფხაზი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინიციირებული პროექტის ფარგლებში, ფილმის ,,ცნობილი აფხაზების უცნობი ამბები“ გადაღება გრძელდება.

ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი აფხაზების შესახებ ფილმის გადაღება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია წლის ბოლოს იგეგმება.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები პრილის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრილის სასაფლაოზე პატივი მიაგეს გასული საუკუნის აფხაზური ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლის ზურაბ ჩხოტუას ხსოვნას.

იქვე დაკრძალულია ცნობილი დიპლომატის ნიკი (ნიკოლოზ) ჩხოტუას ბიცოლა, ჩხოტუების საგვარეულოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ჯოტო ემუხვარის მეუღლე – ვერონიკა ჰარისი-ემუხვარი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ემიგრაციის მხარდაჭერაში.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ემიგრაციაში წასული აფხაზური წარმოშობის ცნობილი მოღვაწეების საარქივო მასალების მოძიებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.

„საქართველო, ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი“- ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

0

ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. „ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს.

„გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“, – წერია სტატუაში.

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი საჰაერო კავშირები.

„ავსტრია საქართველოსთვის ახალ ტურისტულ სამიზნე ქვეყნად ითვლება. დედაქალაქ თბილისში 2024 წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზები კვირაში სამჯერ განახორციელებს პირდაპირ ფრენებს“, – განაცხადა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკა მაღრაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.

„საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, ოქროს მოპოვებისა და ტექსტილის დამუშავების ისტორიით, ქრისტიანობის დასაყრდენად ითვლება და დიდი მონარქიული ისტორია აქვს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავსტრიული გამოცემა საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და ტურიზმიდან მიღებულ რეკორდული შემოსავლის შესახებ წერს.

„ტურიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელი 2022 წლიდან გახლავთ მაია ომიაძე. ეს სფერო საქართველოს ეკონომიკაში შემოსავლის ერთ-ერთ ძირითადი წყაროა. პანდემიის დაწყებამდე საქართველოში რეკორდული, ცხრა მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა. 2023 წელს საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლების რაოდენობამ 7,2 მილიონს მიაღწია, მათგან 6,17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გახლდათ.

ტურიზმის შემოსავალმა 2023 წელს რეკორდული 4,47 მილიარდ ევრო შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. გამტარუნარიანობის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 6,01 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, აღნიშნული 2019 წელთან შედარებით 15,4%-ით მეტია“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში აღწერილია საქართველოს საზღვაო, ზამთრის და სპა კურორტები, იუნესკო-ს ძეგლები და დაცული ტერიტორიები, ასევე ქართული სამზარეულო.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შიომღვიმის მამათა მონასტერი – მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად…

0
შიომღვიმის მამათა მონასტერი - მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად...
#image_title

შიომღვიმის მამათა მონასტერი

შიმოღვიმის კომპლექსი – მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის – შიოს მიერ. მამა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ, ღრმა მღვიმეში გაატარა და ანდერძის თანახმად, გარდაცვალების შემდეგ აქვე დაასაფლავეს. მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული.

შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე.

სასაფლაო-ეკლესია – წარმოადგენს ერთგვარ მღვიმე-ჭას, რომელშიაც გაატარა შიომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები. XI საუკუნეში ამ მღვიმეს მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით ეკლესია დააშენეს.

შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე.

სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით.

1010-1033 წლებში კათალიკოსმა მელქისედეკ I ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისაგან, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებებია – ძველი აღთქმის სქემა, ჯვარცმა, წმიდა სიმეონ მესვეტე და მართა, წმიდა შიოსა და ევაგრეს შეხვედრა (მცხეთელი დიდებული, რომელიც წმიდა შიომ ბერად აღკვეცა). ეს რელიეფები შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება (ინახება ხელოვნების მუზეუმში).

XI ს-ის ბოლოს წმიდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, აშენდა გრძელი უაფსიდო ეგვტერი. მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმიდა შიოს საფლავი, 11 მეტრის სიღრმისაა. იგი ზემოთკენ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ეგვტერის დასავლეთ ნაწილში გაკეთებული ხვრელით. ჩრდილოეთიდან ეგვტერს აქვს სტოა-კარიბჭე, რომლის ჩრდილოეთით 1420-30-იან წლებში თაყა ზედგენიძემ ააშენა პატარა ეგვტერი საგვარეული საძვალედ. 1733 წელს გივი ამილახვარმა აღადგინა მღვიმეზე დაშენებული ეგვტერი და დააკავშირა იგი ეკლესიის დასავლეთ მკლავთან. აგრეთვე ააშენა სამრეკლო თაყა ზედგენიძის ეგვტერის დასავლეთით. XIX ს-ში კარიბჭეს სამხრეთიდან მიუშენდა პატარა მართკუთხა სათავსი. 1890-იან წლებში ეკლესიისა და მინაშენების სახურავები განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.

ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღმრთისმშობლის მიძინების დიდი ტაძარია. ის 1103-23 წლებში ააშენა მეფე დავით აღმაშენებელმა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა შიომღვიმის მონასტერზე და დიდძალი ქონებაც შესწირა მას. ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაშენი. თავიდან ის „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი ნაგებობა იყო. 1614-16 წლებს შორის, ირანელთა მიერ მონასტრის დარბევისას, ღმრთისმშობლის ეკლესია დაინგრა. 1678 წელს ის განაახლა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. შენობა აღადგინეს, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. 1722-26 წლებში ეკლესია კვლავ დაზიანდა ლეკების შემოსევების შედეგად. 1730-33 წლებში ხელახლა შეაკეთა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1890-იან წლებში ეკლესია განაახლა წმიდა ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ.

იოანე ნათლისმცემლისა და ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიები 1901 და 1903 წლებში მოხატა რუსმა მხატვარმა ნ. ანდრეევმა, ლეონიდე ეპისკოპოსის დაკვეთით. მხატვრობა ილუზორულ-აკადემიური ყაიდისაა.

ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით, დგას მონასტრის სატრაპეზო, რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნეს განეკუთვნება. 1730-იან წლებში სატრაპეზოს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ჩრდილოეთით სატრაპეზო უკავშირდება აფსიდიან სამლოცველოს, რომლიდანაც ბნელი დერეფანი მიდის წმიდა შიოს მღვიმისკენ.

მონასტრის ჩრდილოეთით სარკინეს (ახალტბის) ქედის შვეულ კალთებზე ასზე მეტი გამოქვაბულია, რომლებსაც ბერები ადრეული შუა საუკუნეებიდან საცხოვრებლად იყენებდნენ.

მონასტრის შემოსასვლელი კარიბჭის მარჯვნივ არის წყარო („ცრემლის წყარო“), რომელიც იხსენიება წმიდა შიოს ცხოვრებაში. წყაროდან 300-იოდე მეტრის დაშორებით, კონცხზე დგას პატარა სამლოცველო, რომელიც დაშენებულია წმიდა შიოს პირველი საცხოვრებელი გამოქვაბულის ნაშთზე. შენობა თითქმის მთლიანად ხელახლა არის აგებული XIX საუკუნეში. მონასტრიდან ერთი კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის წვერზე დგას XII საუკუნეში აშენებული ჯვრის ამაღლების ეკლესია. შენობა აგურისაა, დარბაზული ტიპის. XVII საუკუნეში ეკლესიაზე მიშენდა ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციებს ასრულებს.

ეკლესია რამდენჯერმე მოიხატა. დღეისათვის არსებული მხატვრობა XII საუკუნის ხანას განეკუთვნება. იგი უძველესია შიომღვიმის მონასტერში შემორჩენილ მოხატულობათა შორის.

 

23 – 26 სექტემბერს გორი „საგუნდო მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს

0
23 - 26 სექტემბერს გორი „საგუნდო მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს
#image_title

23 – 26 სექტემბერს გორი „საგუნდო მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ფესტივალი 23 სექტემბერს 18:30 საათზე ერისთავის თეატრის ეზოში საზეიმოდ გაიხსნება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით იმართება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში (577 39 03 50) ასევე ვებგვერდის – biletebi.ge – ის საშუალებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.