სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
- Advertisement -
Google search engine

ქუაქანცალია – სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“

0
ქუაქანცალია მოქანავე კირქვული ლოდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივ გარემოში
ქუაქანცალია - 12-ტონიანი მოქანავე ლოდი წალენჯიხაში, რომელსაც მისტიკური თვისებები მიაწერენ. რეალურად კი ბუნებრივი გეოლოგიური ფენომენია.
ქუაქანცალია — კირქვული ლოდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე მდინარე ინწრის სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე. თითქმის სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“.
მისი ზედაპირი წყალს გამოუხრავს. ზომები 1,8*2*1,6 მ-ს აღწევს და დაახლოებით 10-12 ტონას იწონის. ლოდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ მის ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლით ქვის ეს ვეება მასა ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს.
მას 4 საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგან 1 ყოველთვის ჰაერშია, რაც ლოდის მოძრაობას იწვევს; ასეთი მოქანავე ლოდები მრავალ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ მათი უმეტესობა მაგმურ ვულკანურ ქანებშია გამომუშავებული, ეს კი კირქვული ლოდია და კარსტულ მასივზე მდებარეობს. 

შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და ისარგებლოთ არაერთი გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სერვისით

0

ხელვაჩაურის რაიონში მაღალი კლასის, 101-ნომრიანი სასტუმრო Litz Resort-ი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.

იგი გათვლილია ყველა ტიპის და ასაკის სტუმარზე. აქ მოსულებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და ისარგებლონ არაერთი გასართობი თუ გამაჯანსაღებელი სერვისით. სასტუმროში არის კინოთეატრი, სპა, ბოულინგი, საბილიარდო,  სალონი, ჯაზ-კლუბი, 3 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, სიგარ კლუბი, სპორტული დარბაზები, ორი პეტანკე მოედანი, ბიბლიოთეკა ბუხრით, ობსერვატორია, ჩილიმ ბარი, ვერტმფრენის მოედანი და სხვა.

სასტუმროში მდებარეობს 3 აუზი, ერთი დახურული შიდა აუზი და ორი გარე, რომელთაგან ერთი ე.წ. infinity pool – მარილიანი წყლით ზღვაზე გადაკიდებული აუზია, ხოლო მეორე მტკნარი წყლითა და ჩანჩქერით.  სასტუმროდან ტყეში შემავალ გზაზე 8 კილომეტრიანი სასეირნო ბილიკია მოწყობილი.

სპეციალურად ბავშვებისთვის  სასტუმროში მოეწყო გასართობი და სათამაშო ოთახი, სანაყინე, გარე გასართობი სივრცე, საწუწაო მოედანი და 2 გიგანტური ჭადრაკის დაფა.

ეს 16 დონიანი შენობა იმდენად ორგანულად არის შერწყმული მთის კონტურთან, რომ შორიდან მხოლოდ თანამედროვე „სვანური“კოშკია შესამჩნევი. შენობა მთის კიდეზეა განლაგებული და არაჩვეულებრივ, 360° -იან ხედს იძლევა ქალაქ რიზე-დან ( თურქეთი) ბათუმამდე, ხოლო კარგ ამინდში მთელი კავკასიონის ქედის დათვალიერებაა შესაძლებელი. რეზორტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 კმ-ით არის დაშორებული, აქვს სტუმრების აეროპორტიდან ტრანსპორტირების სერვისი და აქვს საკუთარი ჰელიპორტიც.

პირველ ეტაპზე სასტუმროში 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა 90 % -ს ადგილობრივები წარმოადგენენ. სასტუმროს მშენებლობაზე 30 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დაიხარჯა. პროექტი სახელმწიფო საგარანტიო სქემით „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა.

„რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი“

0
საზოგადოება „ქართული“ შეხვედრები

საზოგადოება ,,ქართული“, რომელიც 2024 წლის 14 აპრილს დაფუძნდა და მიზნად გლობალიზაციის გამოწვევების პირობებში ჩვენი ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ხელშეწყობა დაისახა, რეგიონებში შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ საუბარია სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართულის“ თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვისთვის მხარდაჭერა.

„პირველი შეხვედრა თბილისში ქართული საზოგადოების გამორჩეულ აკადემიურ წრეებთან და ხელოვნების აღიარებულ წარმომადგენლებთან უკვე შედგა. შეკრებაზე იყო აზრთა გაზიარებისა და იდეების შეჯერების ჯანსაღი ატმოსფერო. მაისი, მოგეხსენებათ, პოლიტიკურად ცხელი გამოდგა, რის გამოც მხოლოდ ახლა შევძელით დაგვეწყო გასვლები რეგიონებში“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი აზრით, რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი, რომელთა აქტიური ჩართვა საერთო ეროვნული საკითხების გააზრებასა და გადაჭრაში, არის დღეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ამოცანა.

„ჩვენი მიზანია რეგიონების კულტურის, ხელოვნების, განათლების და სხვა ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვები და ფიქრები გლობალიზაციის დღევანდელ ეპოქაში ერის წინაშე მდგარ ამოცანებსა და სირთულეებზე. მაგრამ, ჩვენთვის ამ პროცესში მთავარი მაინც არის მათი მოსმენა, მათი აზრების და წუხილის გაზიარება, ინიციატივების აკუმულაცია, რათა ეს საერთო ფიქრები, საბოლოოდ, დიდ ეროვნულ ენერგიად ვაქციოთ და თითო აგური დავდოთ საერთო ეროვნული თემების მოგვარების საქმეში“, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ.

გურია, ოზურგეთი 21 ივნისი, 17:00 საათი.
გიორგი ჭანტურიას 1, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.
სამეგრელო, ზუგდიდი 22 ივნისი, 13:00 საათი.
მერაბ კოსტავას 116, დადიანების სასახლე.

საზოგადოება გეგმავს ანალოგიური შეხვედრები ყველა რეგიონში გამართოს.

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

როგორ გადაარჩინეს თბილისური ხვეული კიბე

0
როგორ გადაარჩინეს თბილისური ხვეული კიბე
#image_title

„სახლში მთელი მსოფლიოს ნივთებია თავმოყრილი…“ – პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენცია მე-16 საუკუნის სასახლეა

0
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს მსახიობი გოგოლა კალანდაძე თბილისის რეზიდენციაში ესტუმრა. ვიდეოს „ტვ პირველი“ აქვეყნებს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენცია მე-16 საუკუნის სასახლეა, სადაც დრო ჩერდება და ზღაპრულ სამყაროში გადადიხარ…✨

„ეს არის ჩემი რეზიდენცია. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი გემოვნება აქვს გიორგი ფხაკაძეს და როგორი სტრატეგიული დაგეგმარება შეუძლია, უნდა ნახოს ეს სახლი…

იყო დრო, როდესაც საჭმლის ფულიც არ მქონდა, სახლში ჩავდე ყველაფერი. ეს რეზიდენცია ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია…

ამ სახლში მთელი მსოფლიოს ნივთებია თავმოყრილი. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, სხადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ალბათ, 10 კონტეინერით ჩამოვიტანე ნივთები, დანა-ჩანგალიც კი არ მაქვს თბილისში ნაყიდი…“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე და საკუთარ შთამბეჭდავ და საოცარ რეზიდენციას დეტალურად გვაცობს:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

„გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!“-ინტერვიუ ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან

0

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან, რომელსაც ბეჭდურ მედიაში წერის მრავალწლიანი შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს:

– მაია, ბეჭდური მედიის ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხართ – გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია…

– გმადლობთ, ამ რუბრიკაში მოწვევისთვის, მაგრამ „ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი“ ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი ჟურნალისტური კარიერა 1991 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც 17 წლის ასაკში, გამომცემლობა „სამშობლოში“, გაზეთის „თბილისი“ კარი შევაღე. პირველი სტატიაც მახსოვს: „ქართველები შეარიგე, მერაბ!“

ბარიკადებით შუაზე გახლეჩილი რუსთაველის გამზირი წარმოიდგინეთ, თათია, ერთ მხარეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხარეს – ოპოზიცია. საკმაოდ რთული დრო იყო და ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სულ რაღაც სამიოდე თვეში, თბილისი ძმათამკვლელ ომში გაეხვეოდა… დაძაბულობას, დაპირისპირებას, არეულობას და ბარიკადებით გახლეჩილ რუსთაველს „გავექეცი“ მთაწმინდაზე, მერაბ კოსტავას საფლავზე და ქართველების შერიგება ვთხოვე – ეს იყო ჩემი სტატიის, უფრო ჟურნალისტური ჩანახატის შინაარსი.

ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი ჩანახატი არა თუ დაიტოვეს რედაქციაში, არამედ, მაშინვე მითხრეს, რომ მეორე დღესვე დაბეჭდავდნენ. მეორე დღეს, ვიდრე გაზეთს ვიყიდდი, დილით, რადიოში წაიკითხეს ჩემი სტატია, რომელიც მთავარი ანუ გამხსნელი იყო. ხვდებით, ხომ, რა რეაქცია მექნებოდა? თან, ამ დროს, დამოუკიდებელი პრესა ჯერ კიდევ არ არსებობდა, 1992 წლიდან იღებს სათავეს, სულ რაღაც სამი-ოთხი გაზეთი გამოდიოდა, ორად ორი ტელევიზია იყო და ერთი რადიო, ძველისძველი, ხაზის რადიოს რომ ვეძახდით.

ამის შემდეგ, ჩემს კარიერაში ბევრი აღმასვლაც იყო და დაღმასვლაც, იმედგაცრუებაც, სასოწარკვეთაც, ტკივილიც, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქ და იმ პროფესიაში ვიყავი, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ავირჩიე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?

– ესაა ყოველდღიური ბრძოლა სხვისი უფლებების დასაცავად (ხანდახან, საკუთარი უფლებების დაცვაც გვიწევს, სამწუხაროდ) და ამ ბრძოლაში, ხშირად საკუთარი თავი, ოჯახი გვავიწყდება. თუმცა, ამ პროფესიის ხიბლიც ესაა – ზამბარასავით დაჭიმული ხართ გამუდმებით.

– რა არის თქვენთვის ფორმულა – როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხი გაზეთს?

– მხოლოდ საინტერესო შინაარსით, თათია. იცით, რაზე ვოცნებობ? დილით, სამსახურში წასვლამდე, ჭიქა ყავასთან, გნებავთ, ჩაისთან ერთად, ადამიანი მისთვის საყვარელ, ან მის ამოჩემებულ გაზეთს კითხულობდეს. რა თქმა უნდა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქას მედია საშუალებების გაციფრულებაც მოჰყვა, თუმცა ვიდრე „ნახვების“ რაოდენობაზე ვიქნებით ორიენტირებულები, უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ ამით მკითხველებს ვკარგავთ. არ ვიცი, ფორმულაა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ციფრული მედიის საშუალებით, „მნახველები“ ნელ-ნელა „მკითხველებად“ უნდა ვაქციოთ. შესაძლოა, ვიღაცას გაეღიმოს ჩემს ოპტიმიზმზე, მაგრამ არ მჯერა, რომ წიგნები და გაზეთები წარსულს ჩაბარდა, პირიქით, მე მეღიმება მათზე, რომლებიც ასე ფიქრობენ.

– ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მებრძოლი და ძლიერი ხასიათი, მოთმინების უნარი, მტკიცე ნებისყოფა.

– რას ნიშნავს, იყო მწერალი ჟურნალისტი? რითია განსაკუთრებული ბეჭდური ჟურნალისტიკა სხვა მედიასაშუალებებისგან?

– მწერალი ჟურნალისტი თავისი მიმართულების, მაგალითად, ეკონომიკის, პოლიტიკის, კრიმინალის, განათლების, კულტურის, სპორტის… სულ მცირე, პროფესიონალი უნდა იყოს. რატომ უნდა წავიკითხო თქვენი სტატია, თუ შემიძლია, იგივე ვნახო ტელევიზიით, ან მოვისმინო რადიოთი? – პასუხი მარტივია, თქვენ, როგორც მწერალმა ჟურნალისტმა, ამ ამბის საინტერესო ასპექტი უნდა შემომთავაზოთ. ხშირად, რამდენიმე წამიც საკმარისია, ამბის გასაგებად, თუმცა აუცილებელია მისი თხრობა სხვადასხვა რაკურსში და გაზეთი ამის საუკეთესო საშუალებაა. სინამდვილეში, ზუსტად ეს გამოარჩევს ბეჭდურ ჟურნალისტიკას სხვა მედიასაშუალებებისგან.

– ფიქრობთ, რომ წლების წინ, როცა პროფესიას ირჩევდით, სწორი არჩევანი გააკეთეთ?

– დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე და არასდროს, თათია, ჩემი ცხოვრების არცერთ მძიმე ეტაპზე არ მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამ წლების მანძილზე, ბევრჯერ დავმარცხდი, ოღონდ ყოველმა მარცხმა, თუ ტკივილმა, საბოლოოდ, გამაძლიერა და თითოეული დაცემა ღირსეულად წამოდგომაში დამეხმარა.

– ურჩიეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ, ამ პროფესიას გაჰყვნენ, რა არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც არასდროს უნდა დაივიწყონ?

– გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!

– გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ჩვენს უფროს კოლეგასთან, გოჩა მირცხულავასთან ინტერვიუში ვთქვი ადრე და თქვენც გეტყვით. არ ვიცი, ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი, მაგრამ მიყვარს და გამუდმებით ვიმეორებ, ხოლმე: იცით, რა საერთო აქვთ ბუზსა და პოლიტიკოსს? – ორივეს გაზეთი “კლავს”! ჰოდა, გულწრფელად მინდა, რომ გაზეთს მისი მთავარი ანუ პოლიტიკოსის „მკვლელის“ ფუნქცია დაუბრუნდეს!

ავტორი: თათია გოჩაძე

„თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“ – ალექსანდრე გოგინავა

0

„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება.

„თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, ან გამოხატულია ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ან სუნთქვის გაძნელება, ეს არის ნიშნები, რომ შეიძლება გართულებულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ნებისმიერი ასაკისა და იმუნური სტატუსის ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. პრევენციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა

0
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
#image_title

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ TKT.GE-ზე გამოქვეყნდა, რომელიც ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაციას უზრუნველყოფდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში დაუპირისპირდება.

მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთთან მატჩის გარდა, საქართველოს ნაკრები სექტემბერში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ზღვის დონიდან 2600 მეტრზე ,,დიდღალიშ ტობა”

0

დიდღალიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე. დიდღალიშ ტობა ძალიან მცირე ზომის ტბაა, ახლოს არის ტობავარჩხილთან.

ზღვის დონიდან 2600 მეტრზე ,,დიდღალიშ ტობა”

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შესანიშნავი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით ჭკადუაში ერთ-ერთი მიმზიდველი კურორტია

0

ჭკადუაში ზღვის დონიდან 340 მეტრზე მდებარეობს. შესაძლებელია შუა საუკუნეების ციხისა და ეკლესიის ნახვა. გარდა ამისა, ჭკადუაშშია დადიანების სანადირო რეზიდენცია, რომელიც სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავლებმა რამდენიმე წლის წინ განაახლეს.

შესანიშნავი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით ჭკადუაში ერთ-ერთი მიმზიდველი კურორტია.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.