საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი 1 საათში გაიყიდა
საქართველო-ჩეხეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ TKT.GE-ზე გამოქვეყნდა, რომელიც ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაციას უზრუნველყოფდა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში დაუპირისპირდება.
მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთთან მატჩის გარდა, საქართველოს ნაკრები სექტემბერში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
#drpkhakadze
იხილეთ ასევე
- „WTM London-ის გამოფენაზე საქართველოს როგორც უნიკალური, უძველესი კულტურის მქონე ქვეყანას ყველას გავაცნოთ“ – სასტუმრო heritage hotel and suites
- აპირებს თუ არა მთავრობა სახელმწიფო პროგრამით ყველა წამალი თავად შეისყიდოს? – მინისტრის პასუხი
- ლისაბონში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – Web Summit 2024 ქართული სტენდია წარმოდგენილი
იმოგზაურეთ საქართველოში GTour-თან ერთად
მესტია და უშგული — 3 დღე სვანეთში€850 ერთ ადამიანზებათუმი და აჭარის მთები — 2 დღე€420 ერთ ადამიანზემარტვილი, ოკაცე და პრომეთეს მღვიმე — ერთ დღეში ქუთაისიდან€150 ერთ ადამიანზერაჭა — ხვანჭკარა და მთის ტბები (2 დღე)€450 ერთ ადამიანზე
ყველა ტური gtour.ge-ზე · დაჯავშნა WhatsApp-ით +995 577 416 314