მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი ალექსანდრე ალიმბარაშვილი სასიამოვნო სიახლეებით დაგვიბრუნდება.

მომღერალი გიდი-მძღოლი-ფოტოგრაფი ალექსანდრე ალიმბარაშვილი სასიამოვნო სიახლეებით დაგვიბრუნდება.

შოთა არაბულმა საკუთარი დიზაინითა და პროექტით შექმნა საოჯახო სასტუმრო „კორშა”. აქვს თავისი მეურნეობა, ძროხები ყავთ, ბოსტანი აქვთ, ფუტკრის სკებიც აქვთ. ამზადებენ ნატურალურ საკვებს. ლუდსაც ძველი ტექნოლოგიით ხარშავენ. ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, ყველაფერი ნატურალურია.
ტრადიციული სამზარეულო, ხევსურული ლუდი და ხეზე კვეთის მასტერკლასი.
ლუდს, როგორც ხევსურები ამზადებდნენ, ძველი ტექნოლოგიით ამზადებენ. ჭურჭელიც ძველი და ტრადიციული აქვთ. სვია, საფუარი, ალაო- ამ პროდუქტებით ხარშავენ.

შოთა არაბული მხატვარია. ყველაფერი მისი გაკეთებულია. ხის სახლი ქონდა, ის დაშალა და მასალისგან სახლი ააწყო. ხისგან ცხოველების ფიგურები აქვს გაკეთებული.


სახელოსნო აქვს, მის ნამუშევრებსა და სამხატვრო ატელიეს სიამოვნებით ათვალიერებენ ტურისტები.

სასტუმრო „კორშა მყუდრო, საინტერესო, სასიამოვნო გარემო ჯანსაღი დასვენებისათვის.
სასტუმრო “კორშა“ და მთლიანად ხევსურეთი დაუვიწყარ წუთებს გპირდებათ.
დადგინდა, რომ ციხე დაუმუშავებელი ფილა ქვებითა და კირდუღაბითაა აგებული. მაქსიმალურადაა გამოყენებული პლატოს ტერიტორია და კედლები კლდის გარე კონტურზეა მორგებული. ციხე მცირე ზომისაა და წაგრძელებული ფორმა აქვს. სამი მხრიდან ციცაბო კლდეებითა და ფერდობებით თითქმის მიუდგომელია. მისასვლელი ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან უნდა ჰქონოდა.
გალავნის კედლებს შორის მოქცეული შიდა სივრცე სამ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. კედლების წყობაში შემორჩენილი ოთხკუთხა და წრიული მოყვანილობის საკოჭბე ბუდეების მიხედვით ჩანს, რომ ნაგებობა სამი სართულის მაინც უნდა ყოფილიყო. სათვალთვალო ნიშები ყველა სართულზე ყოფილა დატანილი.
ციხე ხანძრის გაჩენის შედეგადაა დანგრეული. ჩაქცეული კედლისა და კერამიკის ფრაგმენტები ნაცრისა და ნახშირის მძლავრ ფენაში (40 სმ-დან 1 მ-მდე) იყო არეული. შემორჩენილ კედლებს აჩნია ძლიერი ცეცხლის კვალი. სამეთუნეო ნაკეთობების ერთი ნაწილი მაღალი ტემპერატურის შედეგად დაწიდებულია. ძეგლზე მხოლოდ განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ქვევრების, ქოთნების, ჯამების სასმისების, კეცების ფრაგმენტებია აღმოჩენილი.
ციხის გარეთ სამკუთხედისებურად წაგრძელებულ კლდოვან მასივზე გამართული ყოფილა წრიული მოყვანილობის თონე, რომლის კერამიკული კედლები რამდენიმე რიგად განლაგებული წრეებით ყოფილა შემკული. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ამ მონაკვეთში ნაგებობის კვალი არ დაფიქსირებულა. გათხრებისას აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა თონის კედლის ფრაგმენტები, რომლებიც ვარდულებით, სამკუთხა ჭდეებით, გრძივი ხაზებითა და რომბული ორნამენტებითაა შემკული. ამ მონაპოვრების მიხედვით ციხესა თუ მის გარეთ მინიმუმ სამი-ოთხი თონე მაინც უნდა ყოფილიყო. ამ მონაკვეთში ქვევრის, კეცის, ჯამისა და ქოთნის ფრაგმენტებიც იყო მიმობნეული.
ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა (ექსპედიციის ხელმძღვანელი -ტარიელ ებრალიძე).
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
კურორტი ასპინძა პირველ რიგში ცნობილია თავისი თერმული წყლებით, რომლებიც ხასიათდება დაბალი მინერალიზაციით. ისინი ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას, მათ შორის კუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადებებს.
გარშემორტყმულია ულამაზესი თრიალეთისა და ერუშეთის მთებით.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მთიანი რაიონი მდებარეობს ახალციხის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში, თრიალეთისა და ერუშეთის მთების კალთებს შორის.
ეს მშვენიერი ქალაქი ცნობილია თავისი სამკურნალო თერმული წყლებით, რომლებიც მრავალი დაავადების სამკურნალოდ ნამდვილ საგანძურად იქცა. დაბალი მინერალიზაციის გამო, მათ აქვთ სპეციალური თვისებები, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთოვანი და ნერვული სისტემის აღდგენას.
თერაპიული აბაზანები და პროცედურები დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს.
შეგიძლიათ დატკბეთ თერმული წყლების სამკურნალო თვისებებით. ერთ-ერთი ასეთი ადგილია კურორტი ნაქალაქევი, ზღვის დონიდან 1100-დან 1150 მეტრამდე სიმაღლეზე. აქ წყალს აქვს სასიამოვნო ტემპერატურა დაახლოებით 33 °c და კლასიფიცირებულია როგორც ესენტუკის ტიპი. ეს ქლორიდ-კარბონატული მინერალური წყალი სასარგებლო გავლენას ახდენს კუნთოვან სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე, ასევე კანისა და გინეკოლოგიურ დაავადებებზე. მინერალური წყლებით მდიდარი კიდევ ერთი საინტერესო ადგილია ვარძია.
ცნობილია კლდეებში დამალული მრავალი ციხე-სიმაგრით. ეს ციხეები საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა სხვადასხვა დამპყრობლების შემოსევებისგან თავის დასაცავად. ისინი განასახიერებენ ამ რეგიონის ისტორიულ მემკვიდრეობას და ანიჭებენ მას განსაკუთრებულ ხასიათს. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა ტავკვეტულა, ვანის ქვაბები, ოლოდა, გელსუნდა და ბაიბი, ასევე კლდეებში იყო გაჭრილი.
კურორტი მდებარეობს თრიალეთის ქედის ფერდობზე, მდინარე მტკვრის ხეობაში. ეს ულამაზესი ადგილი მდებარეობს თბილისიდან 240 კილომეტრის მანძილზე ახალციხის გავლით ან ნინოწმინდის გავლით 230 კილომეტრის მანძილზე (ჯავახეთის გზა). იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1050-დან 1060 მეტრამდე სიმაღლეზე, ჩაძირავს თქვენ მომხიბვლელ მთიან მხარეში. ტერიტორია გამოირჩევა სასიამოვნო კლიმატით, რომელიც დამახასიათებელია შუა მთების ქვედა სარტყლისთვის. ზამთარი აქ ზომიერად ცივია თოვლის საფარით. იანვარში საშუალო ტემპერატურა 2.2°c. ზაფხული თბილი და მშრალია, აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 20.3°C-ს აღწევს. წლიური ნალექი დაახლოებით 520 მილიმეტრია, ხოლო საშუალო შედარებითი ტენიანობა 64%.
აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ სასარგებლო პროცედურებით თერმული წყლების გამოყენებით, რომლებსაც აქვთ სუსტად სულფიდური, სულფატ-ქლორიდი და ნატრიუმ-კალციუმის კომპონენტები. მინერალურ წყლებს აქვთ მთლიანი მინერალიზაცია 0,8-დან 1,0 გ/დმ3-მდე და შეიცავს სილიციუმის მჟავას (40-45 მ2/მ2). კურორტი გთავაზობთ მრავალფეროვან მკურნალობას, მათ შორის მინერალური წყლის აბაზანებს და პასიურ კლიმატურ თერაპიას. იგი ცნობილია თავისი დადებითი შედეგებით კუნთოვანი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში.
ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას.
ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. საღამოობით მესტიის კოშკები განათებულია და ულამაზესი სანახავია. სვანეთში შემორჩენილია ასამდე ეკლესია. სვანური ეკლესიები მცირე ზომისაა. ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად X-XV საუკუნეებშია შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი ერთადერთი მხარე საქართველოში, სადაც ეკლესიებს გარე ფასადებზე აქვთ ფრესკები.
მესტია – მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. დაბა – 1968 წლიდან. მდებარეობს მდინარეების მესტიაჭალა და მულხურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1500 მ. იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. მესტია მდებარეობს თბილისიდან 456კმ, ხოლო ზუგდიდიდან 128 კმ-ზე. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით. მესტიაში 2010 წელს თამარ მეფის სახელობის აეროპორტი გაიხსნა, სადაც რეისები ნატახტარიდან და ქუთაისიდან სრულდება.
მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII–XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერებით; სეტის წმინდა გიორგის სახელობის და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები – გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.
მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).
დაბაში არის ადმინისტრაციული,კულტურის განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის დაწესებულებები. ასევე სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, (მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორი ვ. ცინცაძე) და სახლ-მუზეუმი, მარგიანების მუზეუმი (მაჩუბი).
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის – სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ️
გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ანა შანიძესთან, რომელიც საკუთარ ჟურნალისტურ ისტორიას გვიამბობს:

– ანა, თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ წელს ითვლის… საინტერესოა, როდის დაინტერესდით და რამ გადაგაწყვეტინათ, აგერჩიათ ეს პროფესია…?
– პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან მოდის… მაშინ, როდესაც სკოლიდან სახლში მისული გასართობი გადაცემების ნაცვლად, ახალ ამბებს ვეცნობოდი…
– გვიამბეთ თქვენი პროფესიული ისტორია…
– ისტორია იწყება სტუდენტობიდან. პირველი პრაქტიკული ნაბიჯებიც სწორედ ამ დროს გადავდგი. მაშინ ჩემი მიკროფონი ლოგოს გარეშე იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უკვე შემდგარი ჟურნალისტების მსგავსად შეუპოვარი ვყოფილიყავი. პირველი გამოცდილება პირველი აქციის გაშუქებისას მივიღე, აღარ მოვყვები, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს…

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას..?
– ახალგზრდებს, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას, ვკითხავდი – ჟურნალისტიკას სამუშაო განრიგი არ აქვს, მზად ხართ ზოგჯერ ბევრი დათმოთ თქვენი პროფესიის გამო? ემსახუროთ სიცივესა თუ სიცხეში, დღე თუ ღამე…? მზად ხართ, პირადი ემოციები გვერდით გადადოთ, მაყურებლამდე არ მიიტანოთ თქვენი შიშები, გრძნობები, ტკივილები, წყენა, დაღლა?… მზად ხართ, იყოთ ხან ექიმი, ხან ექსპერტი, ხან მაშველი – ყველა პროფესიის წარმომადგენელი მცირე დოზით. ზოგჯერ ნამდვილ ომშიც იყოთ და პატარ-პატარა “ბრძოლები” ყოველდღე გქონდეთ?
თუმცა, თუ აირჩევთ – ერთი ნახვით შეყვარებას დაიჯერებთ. მასზე მრავალფეროვანს ვერაფერს ნახავთ. ზოგჯერ დაღლილს მისი მიტოვებაც მოგინდებათ, მაგრამ ვერ მიატოვებთ. მიგიზიდავთ და მის გარეშე ვეღარ გაძლებთ. მთავარი თვისება ღირსების შენარჩუნებაა და პრინციპები, რომელიც ლოგოსთან ერთად არ უნდა იცვლდებოდეს…

ავტორი: თათია გოჩაძე