სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500- ამდე პროექტი, მათ შორის,...

„კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500- ამდე პროექტი, მათ შორის, 60-ამდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემა

„კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ეროვნული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით , – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსდა 500- ამდე პროექტი, მათ შორის, 60-ამდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა/გამოცემა, აქედან ხელოვანთა შემოქმედების ამსახველი 20-ამდე წიგნი-ალბომის გამოცემა და სხვა პროფესიული კონკურსი თუ ღონისძიება.

„საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა/დაფინანსდა 130-ამდე პროექტი, აქედან 100-ზე მეტი პროექტი-ღონისძიება საზღვარგარეთ, 15-ამდე საერთაშორისო ღონისძიება განხორციელდა საქართველოში, ხელი შეეწყო 17 ახალგაზრდა არტისტის 5-ზე მეტ ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობას. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 20 პროექტი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ყოველწლიურ მოხსენებაში ასევე საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენა/შესწავლა/ ინვენტარიზაციაზე.

„სააგენტოში შექმნილია და დღემდე მუდმივად ვითარდება გეო ინფორმაციული სისტემა (გის) პორტალი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზას ინტერაქტიული რუკით. გის პორტალზე თავს იყრის ინფორმაცია ფოტოებით, აღწერილობებითა და ზუსტი მდებარეობით თითოეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე/ობიექტზე, მათ დაცვით ზონებზე, სამუზეუმო კოლექციებზე, მუზეუმებზე, მუზეუმ-ნაკრძალებზე, კედლის მხატვრობებსა და დოკუმენტაციაზე. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა 226 ძეგლის/ობიექტის აღწერა/შესწავლა/ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებიც აისახა გეოსაინფორმაციო ბაზაში.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს 19 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საანგარიშო პერიოდში მომზადდა 10 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს 8 ძეგლის პროექტირება.

უპილოტო საფრენი აპარატების, ზუსტი GPS მოწყობილობებისა და 3D ლაზერული სკანერის საშუალებით ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების აერო ფოტო-ვიდეო გადაღება, ფოტოფიქსაცია, 3D მოდელებისა და მრავალწერტილოვანი ზუსტი ფიქსაციის შესაქმნელად, შემდგომში არქიტექტურული პროექტის უზრუნველსაყოფად, ზუსტი ანაზომების მისაღებად ან დაზიანების დინამიკის განსასაზღვრად. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 24 ერთეული 3D მოდელი. სახელოვნებო განათლების საკანონმდებლო რეფორმის განხორციელების მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მიერ მომზადდა „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის პროექტი და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იქნება სრულად ახალი კანონი და მოაწესრიგებს დღესდღეობით დაურეგულირებელ სფეროს − სახელოვნებო განათლებას (რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლის პარალელურად ხორციელდება) და უზრუნველყოფს მის ჩართვას ფორმალური განათლების სისტემაში. სათეატრო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, სამინისტროს მიერ მომზადდა ახალი კანონის პროექტი „თეატრების შესახებ“ და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ჩაანაცვლებს მოქმედ კანონს „პროფესიული თეატრების შესახებ“. კანონპროექტი უზრუნველყოფს თეატრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას. როგორც სახელოვნებო განათლების, ისე თეატრების მარეგულირებელი საკანონმდებლო პაკეტი შემუშავდა სფეროს კვალიფიციური წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია კონკურსის წესით 10-ამდე პრიორიტეტული მიმართულებით. პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამინისტროს შესაბამისი პირებისა და დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია. ინფორმაცია კონკურსებისა და მისი შედეგების შესახებ გამჭვირვალეა და რეგულარულად ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. დაიწყო კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვა მუზეუმებში. მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 5 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები