პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაEURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი

EURO 2024-ის მატჩების საჯარო ჩვენებები გულშემატკივრებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ქვეყნის ყველა ქალაქსა და დაბა ბაკურიანში განხორციელდება.

რეგიონებში განსაკუთრებული მზადებაა ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის. 18, 22 და 26 ივნისს, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მეწარმეების მიერ მოწყობილია კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.

„აღსანიშნავია, რომ რეგიონებში დიდ ეკრანებზე გარდა 18, 22 და 26 რიცხვის თამაშებისა, ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ მთელი თვის განმავლობაში EURO 2024-ის სხვა მატჩებსაც ადევნონ თვალი.

ღონისძიებების ჩატარების კონკრეტული ადგილები და პროგრამები ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე.

ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე!“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ნახეთ, რა დატვირთვა ჰქონდა ქართლ-კახეთის დარბაზულ სახლებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები