პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ - როგორია ვიზიტების სტატისტიკა?

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ – როგორია ვიზიტების სტატისტიკა?

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან Archäologie in Deutschland-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მედია ტურის მიზანია საქართველოს კულტურული ტურისტული პოტენციალისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გერმანიაში.

ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურული ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

მიმდინარე წლის 6 თვეში გერმანიიდან 32 392 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლის ჭრილში 4.2%-იანი ზრდაა. Top-15 ქვეყანას შორის ამ მაჩვენებლით გერმანია მეცამეტე ადგილზეა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები წლიურად 4.6%-ით 2 810 524-მდე გაიზარდა. აქედან ტურისტული ვიზიტები 2 270 363 იყო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ერთდღიანი ვიზიტებში კი 4%-იანი კლებაა 540 161-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის ორ კვარტალში ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა. ჯამში ორ კვარტალში რუსეთიდან 581 099 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10%-იანი ზრდაა. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც კლება 14.5%-ია, საანგარიშო პერიოდში აქედან 533 614 ვიზიტი შედგა.

Top 15 ქვეყანა, საიდანაც 6 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:

  • რუსეთი – 581 099 (ზრდა 10%);
  • თურქეთი – 533 614 (კლება 14.5%);
  • სომხეთი – 390 788 (ზრდა 0.8%);
  • ისრაელი – 171 294 (ზრდა 35.7%);
  • აზერბაიჯანი – 135 248 (ზრდა 36%);
  • ინდოეთი – 75 893 (ზრდა 31.4%);
  • ყაზახეთი – 62713 (კლება 10.8%);
  • ირანი – 57 292 (კლება 7.5%);
  • უკრაინა – 56 461 (ზრდა 9.9%);
  • ჩინეთი – 46 755 (ზრდა 42.3%);
  • ბელარუსი – 46 248 (ზრდა 5.9%);
  • პოლონეთი – 33 658 (ზრდა 21.9%);
  • გერმანია – 32 392 (ზრდა 4.2%);
  • უზბეკეთი – 29 376 (ზრდა 14.5%);
  • საუდის არაბეთი – 26 910 (ზრდა 20.8%);

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. 2025 წლის ორ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით) თითქმის 202 ათასი ვიზიტი შედგა, შარშანდელთან შედარებით ზრდა 10.2%-ია.

READ  ქალაქ ვანის და ვულკანის ფერფლში დამარხული პომპეის მსგავსი ბედისწერა...

გერმანიიდან ვიზიტები რეკორდული პანდემიამდელ 2019 წელს იყო და 89 051-ს შეადგენდა, მას შემდეგ კი, მიუხედავად 2021 წლიდან ზრდისა, ამ მაჩვენებელს არ დაბრუნებია.

გერმანიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები