კვირა, სექტემბერი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორია: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული...

ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორია: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 8 თვის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მონახულებადი 5 დაცული ტერიტორიაა: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი.

2025 წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 928 966 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა შორის 44% ქართველი, ხოლო 56% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

2025 წლის 8 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 10%-ით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უფრო მარტივ და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 12 დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობასა და რეაბილიტაციას, შესაბამისი მცირე ინფრასტრუქტურის განთავსებით.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ვარძიის სამონასტრო კომპლექსი - გინახავთ, ასეთი სილამაზე?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები