კინტრიშის ეროვნული პარკი საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ქობულეთის რაიონში მდებარეობს. კინტრიშის ეროვნული პარკი თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა ცენტრიდან 24 კმ-ითაა დაშორებული და მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთას შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.
ტერიტორიები ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: “თამარის თაღოვანი ხიდის” ერთდღიან საფეხმავლო და “უთხოვარის და ტბა ტბიყელის” ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.
კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორს შეუძლია ნახოს: ქვის თაღოვანი ხიდები, XII ს ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერები, უთხოვარი და ტბიყელის ტბა.