კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ტურისტები თავად დაკრეფენ ბოსტნეულს და მოამზადებენ სალათებს...“

„ტურისტები თავად დაკრეფენ ბოსტნეულს და მოამზადებენ სალათებს…“

ბიომეურნეობა „სამყურა“ 2024 წელს კაფეს გახსნის. კაფეში მისულ სტუმრებს ხილის და ბოსტნეულის დაკრეფის, წვენების გამოწურვისა და სალათების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

„მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე საქართველოში ეტაპობრივად იზრდება.

სამწლიანი ანონსის შემდეგ წელს დავიწყებ კაფეს მშენებლობას. ორჯერ მქონდა „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი პროექტი, ბოლო ეტაპამდე მიმიყვანეს ორივეჯერ და უარი მითხრეს. შემდეგ გამოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც ჩამირიცხა შესაბამისი თანხა და ამ რესურსს მოვახმარ კაფეს მშენებლობას.

საქართველოში არ არის ის მომსახურება, რომ ადამიანები მივიდნენ მეურნეობაში, ნახონ, დაკრიფონ ბოსტნეული, გამოწურონ წვენები, მოამზადონ სალათები, კერძები, დარგონ, დათესონ და ჩვენ სწორედ ამას შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ტურისტებზე, ტურისტულ ჯგუფებზე, ცხადია სურვილის შემთხვევაში მომსახურებას გავუწევთ ადგილობრივ ვიზიტორებსაც“ – განაცხადა მეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა.

READ  ირაკლი  ლომაია 13 წელია ემიგრანტია - ეხმარება  ქართველ  და არამარტო  ქათველ ადამიანებს კანადის ვიზის მიღებაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები