სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიტურისტებისთვის საინტერესო  და ულამაზესი ადგილები კახეთში

ტურისტებისთვის საინტერესო  და ულამაზესი ადგილები კახეთში

ტურისტებისთვის საინტერესო  და ულამაზესი ადგილები კახეთში

კახეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეგიონია, რომელიც გამოირჩევა თავისი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, შთამბეჭდავი ბუნებით და ადგილობრივი ღვინის კულტურით. თუ ტურისტები ეძებენ განსაზღვრულ, სილამაზით გამორჩეულ ადგილებს, მონახულეთ კახეთი. ტურისტებისთვის საინტერესო  და ულამაზესი ადგილები კახეთში

წარმოგიდგენთ იმ ულამაზეს ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ:

სიღნაღი

პატარა ქალაქი მომხიბვლელი ადგილია. სიღნაღი ცნობილია, როგორც სიყვარულის ქალაქი, ესაა ტურისტებში პოპულარული ადგილი თავისი სილამაზისა და პეიზაჟის გამო. სიღნაღი სახეტიალოდ კარგი ადგილია. სიღნაღს გარს არტყავს გალავანი, რომელიც მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ მეორეა სიდიდით. თავისი ადგილმდებარეობით ქალაქი გადაჰყურებს სივრცეში გაშლილ ალაზნის ველს და კავკასიონს.

სიღნაღშიყოველ ქუჩასა და ქვას თავისი ისტორია აქვს. ქალაქის ღირსშესანიშნაობები აქაური კულტურისა და ცხოვრების თავისებურებების გამომხატველია.

ისტორიულად, საქართველოს ეს მხარე მუდამ მტრის სამიზნე იყო. ამიტომ სიღნაღს გარს ციხე-გალავანი შემოარტყეს, რაც დღესდღეობით ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სიღნაღშირამდენიმე მნიშვნელოვანი ტაძარია, მათ შორის ბოდბისა და ხირსის წმინდა სტეფანეს მონასტრები.

სიღნაღი - ისტორია, ღვინის კულტურა და დასვენება

ბოდბის მონასტერი

ტაძარი IV საუკუნეში აშენდა, წმ. ნინოს საფლავზე, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა. წმ. ნინოს მონასტერი მე-9 საუკუნეში აშენდა. ბოდბის მონასტერი საქართველოს მეფეების მიერ მრავალჯერ აღდგა. ახლა მონასტერი ფუნქციონირებს, როგორც დედათა მონასტერი. ბოდბეში ადვილად შეიძლება მოხვდეთ სიღნაღიდან. მონასტრის ტერიტორიაზე წმ. ნინოს წყაროა, რომელსაც ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით განკურნების ძალა აქვს. ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე.

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი- ულამაზესი ადგილი რომელიც უნდა ნახოთ | knews.ge

თელავი

თელავი გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. ქალაქში ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც მრავალი საინტერესო ისტორიისა და გმირობის მომსწრენი არიან.

გამორჩეულია იყალთოს მონასტერი, სადაც არსენ იყალთოელს იყალთოს აკადემია დაუარსებია. იგი XI-XII საუკუნეებში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ასევე უმნიშვნელოვანესი ძეგლებია ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი, კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია და სხვა.

ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სასახლეში განთავსებულია თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატია წარმოდგენილი: ნუმიზმატიკური მასალაადრეფეოდალური ხანის სარკოფაგიგვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სსის სპილენძის საოჯახო ნივთებისსაბრძოლო იარაღისხევსურული სამოსელის კოლექციებიტექსტილისხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ფოტოფონდი და სხვა.

განსაკუთრებულად პოპულარული ადგილია წინანდლის ალექსანდრეჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმშვენიერესი ბაღით.

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანმა VI საუკუნეში დააარსა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.

ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდი - საინტერესო ფაქტები, ისტორია და ლეგენდები

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

 სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II–ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში.

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი.

წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის – ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.

წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს.

ნეკრესი

აბიბოს ნეკრესელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-4-16 საუკუნეები.

დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი – აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე).

ნეკრესის მონასტერი - ვიკიპედია

გრემი

ციხე-ქალაქი, მე-15 საუკუნე.

შემაღლებულ ადგილზეა აგებული, საიდანაც ალაზნის ველის ფერად-ფერადი პეიზაჟები იშლება. ულამაზესი სანახავია მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ტაძრის მოღერებული გუმბათის ყელი, კოშკები, გალავანი და კახეთის უძველესი დედაქალაქის ცხოვრების ამსახველი არტეფაქტები.

გრემი - სამონასტრო კომპლექსი, ციხე-ქალაქი და მუზეუმი

დავით გარეჯის მონასტერი

დავით გარეჯის კომპლექსი 13 მონასტრისგან შედგება, რომლებიც განფენილია ნახევრად-უდაბნო ტერიტორიის ფერდობზე. ეს ადგილი ძალიან ბუნებრივია, შენობები ნატურალურად ერწყმის პეიზაჟს.

გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და 22 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს, მათგან 3 სადავო (აზერბაიჯანის საზღვარზე) მონაკვეთზეა მოქცეული.

დავით გარეჯის დილემა

 ყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია მეტად საინტერესო და უძველესი წარსულის მქონე ისტორიული ძეგლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნეკრესის მონასტერი (IV-XVII საუკუნეები), სადაც დღემდე შემორჩენილია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი. ნეკრესი, როგორც კულტურული და რელიგიური ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადრეულ და შუა საუკუნეების ეპოქაში.

ერთ-ერთი უნიკალური სიძველის ძეგლია შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის, გრემის ისტორიული ნაქალაქრის ტერიტორია, დღემდე შემორჩენილი საკულტო ნაგებობებითა და მთავარანგელოზთა ეკლესიის დიდებული ტაძრით. მუნიციპალიტეტი მდიდარია ტურისტული ადგილებით.

დღემდე კარგადაა შემონახული XVI-XVII საუკუნეების ციხე-გალავანი. ყვარელშია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.

ყვარელი | CAPITAL GEORGIA TRAVEL

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბის კურორტი კახეთის რეგიონის შუაგულშია. ის გარშემორტყმულია ტყით, რომელიც ტბას სიმყუდროვეს სძენს. ადგილი ჯადოსნური და თვალისმომჭრელია. ყვარლის ტბის კურორტი გთავაზობთ ღია ცის ქვეშ აქტივობებსა და სასტუმროს მომსახურებას.

299897.jpg?/yvarlis-tba.jpg

ილიას ტბა

მდებარეობს მდებარეობს ყვარელის რაიონში, მდინარე დურუჯის ხეობაში, ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ორი წლის წინ გაკეთდა და სახელი დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საპატივცემლოდ დაარქვეს.

ილიას ტბა სპეციალური არხით ივსება

ახმეტა

ახმეტა მდებარეობს კახეთის მხარეში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან. მუნიციპალიტეტში ხუროთმოძღვრების ბევრი ძეგლია, მათ შორის, თავდაცვითი მნიშვნელობისა: ბახტრიონის ციხე; კვეტერა; ალავერდის მონასტერი; მატნის ცხრაკარას მონასტერი; ცხრაკარას სასახლის კომპლექსი.

ახმეტის რაიონი, ახმეტა, Guesthouse Mgzavri,დასვენება მთაში,dasveneba mtashi | Binebi Dgiurad

კვე­ტე­რა

იგი­ვე კვე­ტა­რი ან კუ­ე­ტე­რი ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქია კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ციხე-ქა­ლა­ქი მდი­ნა­რე ილ­ტოს მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე, ახ­მე­ტა-თი­ა­ნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მა­გის­ტრა­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს.

ბევ­რი შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა გე­ლით – შიდა ციხე, ქვე­და ციხე, გა­ლა­ვა­ნი, სა­სახ­ლე, დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სია და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სია

1968 წელს კვე­ტე­რა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა გა­თხრებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ნაშ­თი, სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ჭურ­ჭე­ლი და სხვა არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც დუ­შე­თის მუ­ზე­უმ­ში ნა­ხავთ. გამორჩეულია შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბით.

2007 წლის 24 ოქ­ტომ­ბრი­დან კვე­ტე­რის ციხე-ქა­ლა­ქი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი.

ზღაპრული თუშეთი

აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციები, რომლის მიხედვითაც თუშეთში ღორის ხორცის ნაწარმის ატანა და მითუმეტეს ჭამა, ხოლო ხატების ტერიტორიაზე ქალების შესვლა არ შეიძლება.დღეობები ყველა სოფელში ინდივიდუალური, უნიკალური ტრაციდიის მიხედვით იმართება.

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით – ტებულო, დიკლო და ბორბალო. თუშეთში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ გარემომცველ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები.

თუშეთში მოხვედრა საქართველოში ყველაზე მაღალი, აბანოს უღელტეხილის გავლითაა შესაძლებელი. თუშეთისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, მასზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი.

თუშეთში სეზონი იხსნება გვიან ზაფხულში და მთავრდება ადრე შემოდგომაზე. დანარჩენ დროს გზა ჩაკეტილია დიდთოვლობის, საზვავე საფრთხისა და მეწყრისგან დაზიანებული გზის გამო.

თუშეთი, საქართველო | Georgia country, Georgia travel, Cool places to visit

გურჯაანი

გურჯაანი – რაიონი და ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. თბილისიდან 120 კმ-ით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზეა განთავსებული.

გურჯაანში მდებარეობს კურორტი ახტალა, რომლის სამკურნალო ტალახი რეკომენდირებულია საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. რაიონში 400-ზე მეტი ისტორიული არქიტექტურული ძეგლია. შეგვიძლია ვიხილოთ ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, დიდი სამამულო ომის მემორიალი და სხვა ღირსშესანიშნაობები. მაგრამ ამ რეგიონში უცხოელ ტურისტებს ძირითადად ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის სურვილი იზიდავს.

Gurjaani town, Kakheti, East Georgia

ლაგოდეხი

ლაგოდეხი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. ლაგოდეხი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. რაიონის ტერიტორიაზეა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ჩანჩქერებით, ულამაზესი ტბებითა და საოცარი ხედებით. ლაგოდეხში მრავალ მხატვრული და ისტორიული კუთხით საინტერესო ტაძარსა და ციხე-სიმაგრეს ვხვდებით. ეს რაიონი თავისი ბუნებრივი თუ კულტურული რესურსებით უამრავ ტურისტს იზიდავს.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

შავი კლდე­ე­ბის ტბა

ლა­გო­დე­ხის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მდე­ბა­რე­ობს. გახსნილია შავი კლდე­ე­ბის ტბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბი­ლი­კიც.

ტე­რი­ტო­რია მო­ი­ცავს ფარ­თო­ფოთ­ლო­ვან ტყეს, რომ­ლის სიგ­რი­ლე ცხელ ზა­ფხულ­ში დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. ასე­ვე, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეგ­ხვდე­ბათ რცხილ­ნა­რი­სა და წმინ­და წიფლნა­რის კო­რო­მი, მდი­ნა­რე ლა­გო­დე­ხის ხევი, პა­ტარ-პა­ტა­რა ჭა­ო­ბე­ბი შეგ­ხვდე­ბათ, ამ გზის გავ­ლის შემ­დეგ კი ულა­მა­ზეს შავი კლდე­ე­ბის ტბას მი­ად­გე­ბით.

ტე­რი­ტო­რია კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბი ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ღვი­ნის სა­ცა­ვი „გვი­რა­ბი“

„გვი­რა­ბი“ ყვა­რელ­ში მდე­ბა­რე­ობს. ის ალაზ­ნის ვე­ლის გა­ნა­პი­რა­საა აშე­ნე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნის სა­ცავს წარ­მო­ად­გენს. სა­ცა­ვი შთამ­ბეჭ­დავ სა­ნა­ხა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს, რად­გან გვი­რა­ბი სრუ­ლად კლდის მა­სივ­შია გა­მოკ­ვე­თი­ლი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები