ქალაქი ბათუმი
ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში მდებარეობს. ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია.
საქართველოს ულამაზესი ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. მას ყოველთვის ჰქონდა კურორტისათვის საჭირო რესურსები, მაგრამ ბოლო წლებში უპრეცედენტო ზომები იქნა გატარებული ტურიზმის განვითარებისათვის: განახლდა ძველი ბათუმის საცხოვრებელი სახლები, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა წყალგაყვანილობის სისტემა, შეიქმნა უამრავი ტურისტული ობიექტი, გაიხსნა მსოფლიო ბრენდების სასტუმროები, ამუშავდა პროექტი “ბათუმველო”, აშენდა საბაგირო არგო, გაიხსნა უამრავი კაფე-რესტორანი თუ გასართობი ადგილი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბათუმი გახდა კულტურული ღირშესანიშნაობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრი. აქ ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში… მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე ბათუმმა უმასპინძლა ისეთი ვარსკვლავების კონცერტებს, როგორებიც არიან: პლაჩიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ანდრეა ბოჩელი, კრის ბოტი, სტინგი, მიშელ ლეგრანი, ენრიკე ეგლესიასი…
ბათუმი გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით, რომელიც ქალაქს კიდევ უფრო თანამედროვეს და მიმზიდველს ხდის. აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები