ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ატენის (ატენური)“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„არს ციხე მაღალი კლდესა ზედა, ნაშენი დიდი და ციხის გორის სამხრეთ არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული“ – წერს ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი და „საცივის მარნის“ არსებობით გვამცნობს, რომ ქართლში, ატენის ხეობაში ღვინის დაყენების უძველესი კულტურა არსებობს. შემდეგ ჩანაწერები, ფაქტები, გადმოცემით თქმული ამბები ერთად იკვრება და ვიღებთ ღვინის დამზადების ასეთ წესს: ქვიტკირის საწნახელში დაწურულ ყურძნის წვენს ერთი-ორი საათით „სულს მოათქმევინებდნენ“, დაელოდებოდნენ, დაწმენდილ და დასვენებულ ბადაგს მოუკუპრავ რუმბებში ასხამდნენ და ურმებით მიჰქონდათ მარანში, სადაც ერთ ტემპერატურაზე ინახავდნენ.

ეს არის „ატენური“, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი მშრალი, ცქრიალა და მსუბუქად ცქრიალა ღვინო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ღვინოებს შორის მაღალი კონკურენციაა, მაინც ყველა რეგიონის ღვინო ახერხებს თავისი უნიკალური ხიბლი წარმოაჩინოს. განსაკუთრებული ნიშა უჭირავს „ატენურსაც“, ღვინოს, რომლის ქება სხვადასხვა ისტორიულ წყაროში იკითხება.

„ატენის ღვინო ქართლის ყველა ღვინოს აღემატება და საუკეთესოა ქართულ ღვინოებს შორის“ – წერს ვახუშტი ბატონიშვილი. „ღვინო ოჯალეშის მსგავს ნექტარს მე არ ვიცნობ, გარდა ატენურისა“ – წერს ქართველოლოგი მარი ბროსე.
ეს ჩანაწერები გვაგონებს ახალი ფილმის წანამძღვარს დიდი მსოფლიო გამოცემებიდან, რომელიც ფილმის ნახვამდე გვიქმნის განწყობას, რომ წინ რაღაც განსაკუთრებული გველის. ზუსტად ასეა „ატენურის“ დაგემოვნებაც. გამორჩეულად ჰარმონიული გემოს მქონე ღვინოს აქვს სასიამოვნო, ხალისიანი, დახვეწილი, გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი, მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას კი უვითარდება სასიამოვნო ბუკეტი ხილის ტონებით.

ატენურის ფერი ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდეა. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა ჰქონდეს 11,0%-ზე ნაკლები.

ატენური ღვინო მზადდება ატენის მიკროზონაში მოწეული ჩინურის და/ან გორული მწვანეს და/ან ალიგოტეს ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება. რაც შეეხება თავად მიკროზონას, ის მდებარეობს შიდა ქართლის მევენახეობის ზონის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გორიდან სამხრეთი მიმართულებით, მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდინარე ტანას ხეობაში.

ღვინის განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს ადგილობრივი კლიმატი და ნიადაგი. ამ ხეობაშია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ნიადაგი კი თიხნარებითა და მსუბუქი თიხებითაა გაჯერებული.

ატენის ხეობის მოსახლეებისთვის ეს ღვინო ნუგბარი სასმელია. პატივისცემით სავსე დამოკიდებულება ხალხმა სიმღერაშიც ჩააქსოვა, ხალხური სიმღერა „ღვინო ატენური“ გაჯერებულია სტრიქონებით, რომელიც იუმორით გადმოსცემს სიყვარულს ამ ღვინის მიმართ:
„ერთმან იხუმრა: ვიბანებ
თიფლის აბანოს ნურითა,
მეორემ – თევზით გავძღები
ზურგიელ გელანქურითა,
მესამემ – მივიბრუჟები
ღვინითა ატენურითა.
მეოთხემ – კიდეც დაგვთოკონ
საბლითა მაზმანურითა!“

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ატენი (ატენური)“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#“, – აცხადებენ საქპატენტში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები