საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტური ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის გავლენიანი მედია საშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა
„პრესტურის ფარგლებში საქართველოს 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვია.
ისრაელის მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემების, სამოგზაურო პლატფორმების ჟურნალისტებმა და Instagram ბლოგერებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ეწვივნენ მცხეთას, წინანდალს, ალავერდს, სიღნაღს, მოინახულეს საოჯახო მარნები, გაეცნენ ქართულ კერძებსა და ღვინოს.
ისრაელის მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ტურისტული პროდუქტების, ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სთორებსა და პოსტებს ამზადებენ.
ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.