შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია, ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო.

MATKA 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საქართველოს ტურისტული მიმართულებით ფინურთან ერთად სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ.

ჰელსინკის 3 დღიან ტურისტულ გამოფენას 70-მდე ქვეყნიდან 50 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. გამოფენაზე 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

READ  ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები