შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში - შეხვდით ახალ წელს თბილისში

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში – შეხვდით ახალ წელს თბილისში

სად გავატაროთ ახალი წელი საქართველოში

შეხვდით ახალ წელს თბილისში. თბილისი, ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი!

2025 წლის შესახვედრად საქართველოს დედაქალაქი, თბილისი უკვე მზად არის.

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. წელს ქალაქის სლოგანია „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“.

საქართველოს დედაქალაქი საახალწლო მზადებას დეკემბრის დასაწყისში იწყებს. ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია ქალაქის ცენტრალური ადგილები: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ახალი ტიფლისი და ძველი თბილისი. მიმდებარე ტერიტორიებზე საახალწლოდ უამრავი ღონისძიება იმართება.

თბილისი ახალ წელს დიდი საზეიმო კონცერტით ხვდება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ამ დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს იყრის ამ დგილას, სადაც ისინი ფერადი, ლამაზი ფეიერვერკისა და სადღესასწაულო ზეიმის ფონზე ერთად ხვდებიან ახალ წელს. ამიტომაც, თუ ხალხმრავალი ადგილების, ფერად-ფერადი და გაბრწყინებული სანაოხაობისა თუ ღონისძიების მოყვარული ხართ თბილისი ამ ჩამონათვალში თქვენთვის საუკეთესო ადგილია.

READ  „გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!“-ინტერვიუ ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები