სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

„ტურიზმის სექტორში წელს პირველი კვარტლის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ყველა პარამეტრით, მათ შორის ვიზიტების რაოდენობის და მიღებული შემოსავლებით კუთხით“.

ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში დღეს არსებული სურათი და ასევე ზაფხულის სეზონის წარმატებით ჩატარების პერსპექტივები.

„ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი დინამიკა მათ შორის უკავშირდება სწორ საავიაციო პოლიტიკას, მაგალითად – მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს 13600-ზე მეტი ავიარეისის განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად შევძელით ტურისტულ ბაზარზე დივერსიფიცირება და ტრადიციულ ბაზრებზე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, კლების შესაძლებლობის მიუხედავად, ორგანიზებული, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად გავააქტიურებთ მუშაობა ახალ, ძალიან საინტერესო ბაზრებზე – ეს არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები – ინდოეთი და ჩინეთი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მისი უწყება აქტიურად მუშაობს და მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ საქართველოდან მეტი პირდაპირი ავიაკავშირები არსებობდეს პოტენციურად საინტერესო ტურისტულ დანიშნულებებთან. მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით გაწეული სამუშაო უკვე კონკრეტულ რიცხვებსა და პოზიტიურ დინამიკაში აისახა – შესაბამისად, პირველი კვარტლის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში. კერძოდ, ისტორიული მაქსიმუმი – 807.7 მლნ ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა ტურიზმის სექტორიდან, რითაც გაუმჯობესდა არამარტო გასული წლის შედეგი, არამედ მოხდა პანდემიამდელი მონაცემების აღდგენა და გაუმჯობესება. წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ 1,3 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2023 წელთან შედარებით 7,6% ზრდაა. ამავე პერიოდში ასევე ისტორიული მაქსიმუმი – 938,644 საერთაშორისო ტურისტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება ავიაციის სექტორში არსებულ სურათს – მნიშვნელოვნად იზრდება პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა, სიხშირეები და შესაბამისად, მგზავრთნაკადის მაჩვენებელი. არსებული პროგნოზით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 13 600 ავიარეისი შესრულდება, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმი იქნება.

„ტურიზმიდან წელს მიღებული შემოსავლის მაჩვენებლები 2023 წლის მონაცემებს 36%-ით აღემატება და ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმის სექტორიდან დაგეგმილ 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალს მივიღებთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ წლის განმავლობაში ამ გეგმაზე უფრო კარგი ფაქტობრივი შედეგები გვექნება. ასე რომ, ეს სექტორი საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, ვფიქრობ, ზაფხულის ტურისტული სეზონი ასევე საინტერესოდ და წარმატებით წარიმართება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კერძო სექტორთან ერთად ჩართული იყო ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებსა და კამპანიებში და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით გაწეული სამუშაო მეტი მოქნილობის და მოკლევადიან პერსპექტივაში იმ გამოწვევების კომპენსირების საშუალებას იძლევა, რომლებიც რეგიონში იქმნება ხოლმე.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები