ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები"ნაბეღლავი" — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია

“ნაბეღლავის” უნიკალური მინერალური წყაროები თავისი სამკურნალო თვისებებით “ბორჯომს” არაფრით ჩამოუვარდება.

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია. წყარო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 475 მეტრის სიმაღლეზე.

სპეციალისტთა მტკიცებით, “ნაბეღლავის” რეგულარული მოხმარება წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებისგან და მას საჭირო მინერალებით ამდიდრებს.

წყლის მაგნიუმის იონის მაღალი შემცველობა დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. ქლორის დაბალი შემცველობა წყლის სამკურნალო ეფექტს საგრძნობლად ზრდის, ხოლო სულფატების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მკურნალობისას.

მინერალების უნიკალური კომპლექსის წყალობით “ნაბეღლავი” შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ეფექტურია მომნელებელი სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დაავადებების მკურნალობის დროს.

“ნაბეღლავის” ისტორია 1905 წელს იწყება. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივებმა ყურადღება მიაქციეს წყაროს, რომლის წყალს ხარები ეტანებოდნენ. საბადოს პირველი კვლევა 1921 წელს ლატვიელმა მეცნიერმა რობერტ კუპცისმა ჩაატარა.

სოფელ ნაბეღლავში კურორტის დაარსების შემდეგ, 1958 წელს წყლის სამრეწველო ჩამოსხმა დაიწყო. მინერალური წყლების ადგილობრივი ქარხნის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი 1998 წელს დაიწყო, როდესაც წარმადობა და პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს დახმარება ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობაში

პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მზად არის მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში გაუწიოს დახმარება ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობაში

იანვარი 23, 2025
რატომ უნდა დაამატოთ სარეცხი მანქანის დოლურაში მარილი – საშუალება, რომელიც ძვირადღირებულ ხსნარზე უფრო ეფექტურია

რატომ უნდა დაამატოთ სარეცხი მანქანის დოლურაში მარილი – საშუალება, რომელიც ძვირადღირებულ ხსნარზე უფრო ეფექტურია

23 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება – გარემოს ეროვნული სააგენტო

იანვარი 23, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მავნეა თუ არა დაკონსერვებული საკვები

მავნეა თუ არა დაკონსერვებული საკვები

იანვარი 23, 2025
2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

იანვარი 23, 2025
როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

23 იანვარი 2025
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება – პროექტი 2026 წელს დაიწყება და 70 000 მაყურებელს მოემსახურება

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა იგეგმება – პროექტი 2026 წელს დაიწყება და 70 000 მაყურებელს მოემსახურება

იანვარი 23, 2025
CERN-ში სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდის განვითარების პროცესი — რადიოთერაპიის ალტერნატივა

CERN-ში სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდის განვითარების პროცესი — რადიოთერაპიის ალტერნატივა

იანვარი 23, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები