ნაბეღლავის მინერალური წყარო ბორჯომის ღირსეული ალტერნატივაა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ეს უნიკალური წყარო ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

“ნაბეღლავის” უნიკალური მინერალური წყაროები თავისი სამკურნალო თვისებებით “ბორჯომს” არაფრით ჩამოუვარდება.

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია. წყარო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 475 მეტრის სიმაღლეზე.

სპეციალისტთა მტკიცებით, “ნაბეღლავის” რეგულარული მოხმარება წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებისგან და მას საჭირო მინერალებით ამდიდრებს.

ნაბეღლავი — დეტალები

წყლის მაგნიუმის იონის მაღალი შემცველობა დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. ქლორის დაბალი შემცველობა წყლის სამკურნალო ეფექტს საგრძნობლად ზრდის, ხოლო სულფატების დიდი რაოდენობა მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მკურნალობისას.

- Advertisement -
Ad imageAd image

მინერალების უნიკალური კომპლექსის წყალობით “ნაბეღლავი” შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ეფექტურია მომნელებელი სისტემის და ნივთიერებათა ცვლის დაავადებების მკურნალობის დროს.

“ნაბეღლავის” ისტორია 1905 წელს იწყება. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივებმა ყურადღება მიაქციეს წყაროს, რომლის წყალს ხარები ეტანებოდნენ. საბადოს პირველი კვლევა 1921 წელს ლატვიელმა მეცნიერმა რობერტ კუპცისმა ჩაატარა.

დამატებითი ინფორმაცია

სოფელ ნაბეღლავში კურორტის დაარსების შემდეგ, 1958 წელს წყლის სამრეწველო ჩამოსხმა დაიწყო. მინერალური წყლების ადგილობრივი ქარხნის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი 1998 წელს დაიწყო, როდესაც წარმადობა და პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა.

READ  ხობის ღმრთისშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - ტაძარი, სასახლე, სამრეკლო და გალავანი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობათა ნაშთები
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის