სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარ ავარიას 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ბაჩო დაიღუპა — 19 წლის, სიცოცხლით სავსე ბიჭი. ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის,“ — ამბობენ სოფელში.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი დაშავებულის, ბაჩო ლასარეიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ავარიის შედეგად დაშავებული ლიკა კუჭიხიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის. მას მეგობრები და ახლობლები ამხნევებენ.
„ლიკა ყოველთვის იყო ღიმილიანი, გულღია და კეთილი გოგო – ის, ვინც ყველას აძლევდა ენერგიას და სითბოს.
ახლა კი მას სჭირდება ჩვენი ლოცვა და მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინც ამას კითხულობთ, თითო ლოცვა უთხარით ღმერთს ლიკასთვის – გაუძლოს, გამაგრდეს და ისევ ჩვენთან დაბრუნდეს ისეთი, როგორიც ყველამ ვიცით.
ჩვენ გვჯერა, რომ ის ძლიერი გოგოა და აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვართ“, – წერს მეგობარი.
ცნობისთვის, ლიკას მეუღლე 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

