პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებალაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა | შენი დასვენება

ლაღიძის წყალი — პოპულარული ქართული გამაგრილებელი (უალკოჰოლო) სასმელი, რომელიც დამზადებულია სოდიანი წყლისა და სხვადასხვა ნატურალური სიროფებისგან. ტრადიციულად, ჭიქაში ხდებოდა სიროფის გაზავება სოდიანი წყლის ჭავლით.
სახელწოდება მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისგან, ქუთაისელი ფარმაცევტისგან, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა იდეა, რომ ლიმონათის გასაკეთებლად, ნაცვლად იმპორტული, არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური სიროფები. 1900 წელს „ძმები ლაღიძეების“ ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით.
1907 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა პირველი ქართული უალკოჰოლო სასმელების კაფე-მაღაზია – „ლაღიძის წყლები“, რომელიც მალევე გახდა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. უნიკალური რეცეპტით დამზადებული სასმელების გასასინჯად აქ არამარტო ადგილობრივები, არამედ უცხოელი სტუმრებიც იყრიდნენ თავს.
„ლაღიძის წყლების“ სახელი მალე გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი უნიკალური რეცეპტისა და განსაკუთრებული გემოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიტყვეს.
“ლაღიძის წყლებს“ დღეს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა | შენი დასვენება

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა | შენი დასვენება

ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა | შენი დასვენება

წყარო: საყდრისის კომიტეტი
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები