პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიიტალიელმა ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა ასახა

იტალიელმა ფოტოგრაფმა 10 წლის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა ასახა

იტალიელმა ასტროფოტოგრაფმა მარსელა პეისმა 10-წლიანი პროექტი შეაჯამა. მან ამ დროის განმავლობაში 48 სხვადასხვა ფერის სავსემთვარეობა დააფიქსირა. ნამუშევარი წლის ასტროფოტოგრაფიის დაჯილდოებაზეა ნომინირებული.

პეისი კარიერის ადრეულ წლებში დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. მოგვიანებით ის ფოტოგრაფიით, უფრო ზუსტად კი – ასტრონომიითა და ასტროფოტოგრაფიით დაინტერესდა და გადაწყვიტა, მთვარის სურათების შეგროვება დაეწყო.

ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაში თუ კონტინენტზეა გადაღებული. როგორც თავად ამბობს, პროექტში ის დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას და ფოტოების შეგროვება “ერთი არაფრით გამორჩეული აპარატით შეძლო”. 10 წელი მან სხვადასხვა ფერის მთვარის ფოტოკოლაჟით შეაჯამა.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ის 1912 წელს დაარსდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები