ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებითუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

თუ გიყვართ მთები და ღრუბლები თქვენს მხრებს ქვემოთ, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ თუშეთში.

თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

გიყვართ ექსტრიმი? გსურთ, ნახოთ ულამაზესი ბუნება და საოცარი ხედები, გაეცნოთ მთის ტრადიციებს, მიირთვათ დამბალ-ხაჭო და ხაჭო-ერბო, ეზიაროთ ყველაზე ვრცელი დაცული ტერიტორიის მშვენიერებას?

სალაშქროდ აღიჭურვეთ და თუშეთისკენ გაუდექით გზას. ეს არის მხარე, რომელიც ყველა სურვილს აგისრულებთ და იმაზე მეტსაც მოგცემთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

თუშეთი — მდებარეობს კახეთის მხარის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900 – 4800 მ სიმაღლეზე.

თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით.

თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია.

თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰექტარია.

თუშეთის ტყეების საერთო ფართობი 32000 ჰექტარს შეადგენს. აქ შეხვდებით ტყის ტიპებს, რომლებიც სხვაგან თითქმის არსადაა აღნუსხული: არყნარ-ფიჭვნარს სუბალპური ბალახეულით, ბუჩქნარიან არყნარ-ცაცხვნარს, დეკიან ფიჭვნარს და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე ხარობს, რაც კავკასიისთვის უნიკალურია.

თუშეთში ნახავთ უამრავ პატარა ტბას, რომლებიც სხვადასხვა წარმოშობისაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავესთან) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებს შეხვდებით შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებთან. კალოანის ხევის სათავესთან მდებარე მყინვარული წარმოშობის ტბა მთელი წელი გაყინულია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები