ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებითბილისში სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები განთავსდება

თბილისში სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები განთავსდება

თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობა დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ქალაქში ბოლო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამის საათებში. აღნიშნული პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დამონტაჟებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმება მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხმაურის დეტექტორები ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული.

„მსგავსი ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას. დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟებას, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბალისიკატა, იტალია: ტოპ აქტივობები

ბალისიკატა, იტალია: ტოპ აქტივობები

26 March, 2025
როგორ იცავს ტვინი თავს ბაქტერიებისა და ტოქსინებისგან?

როგორ იცავს ტვინი თავს ბაქტერიებისა და ტოქსინებისგან?

მარტი 26, 2025
ბებიას ვეხვეწებოდი ვიყიდოთ რა კვანტალიანი…- რას იხსენებს ზურა ყიფშიძე

ბებიას ვეხვეწებოდი ვიყიდოთ რა კვანტალიანი…- რას იხსენებს ზურა ყიფშიძე

26 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
კამა თუ ცერეცო? – როგორ გავარჩიოთ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან

კამა თუ ცერეცო? – როგორ გავარჩიოთ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან

მარტი 26, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბალანსირებული მენიუ – როგორ შევქმნათ სწორი კვების რეჟიმი?

ბალანსირებული მენიუ – როგორ შევქმნათ სწორი კვების რეჟიმი?

მარტი 26, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

როგორია მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ადგილები წყვილებისთვის, სადაც უნდა გაემგზავროთ 2025 წელს

26 მარტი 2025
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი დაახარვეზა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი დაახარვეზა

მარტი 26, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები