სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა

თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„თბილისის ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უკვე თებერვალში უმასპინძლებს.

უმაღლესი დონის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის – მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.

შენობაში დამონტაჟდა გაგრილების სისტემა, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმს და ყინულის საფარის გაგრილებასთან ერთად, არეგულირებს როგორც ტენიანობის დონეს, ისე მაყურებელთა სივრცის გათბობას. მოედანზე დამონტაჟდა ორი ტაბლო და განათების სისტემა. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.

სპორტული კომპლექსი აღიჭურვა ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა-დანადგარით. იატაკის სპეციალიზებული იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).
ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი უზრუნველყო ჩეხურმა კომპანიამ.

ყინულის არენის პროექტირება-მშენებლობა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველო თებერვალში თბილისში ბაკურიანსა და ბათუმში უმასპინძლებს. ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბაკურიანში ბიათლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობაც დაასრულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. ხარისხი არის ისეთი, როგორიც ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და 2025 წლის საერთაშორისო ტურნირს, რომელიც 9 თებერვალს იღებს სტარტს, ღირსეულად ვუმასპინძლებთ. მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს და თბილისის მერს, ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდა. როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება, რა თქმა უნდა, იქმნება შესაძლებლობაც, რომ აღნიშნული სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს, წინ წავიდეს და ხელი შეუწყოს ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ჩართვას აპირებს ან უკვე ჩართულია. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, რადგან ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გველოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ყინულის არენა ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება. შენობაში მოეწყო 60/30 მეტრის ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები. ასევე, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის – მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვა და მონტაჟი ჩეხურმა კომპანიამ უზრუნველყო.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

ტკიპებისაგან თავდაცვის საშუალებები

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

როგორ მოვამზადოთ ყველასათვის საყვარელი შოკოლადის მაფინები

მარტი 24, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები