ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულ და უნიკალურ ადგილს წარმოადგენს, რომლის მსგავსსაც მთელ საქართველოში ვერ ნახავთ. ნახევრადუდაბნო და ტყე, წყნარი და მშვიდი, ერთი შეხედვით მიძინებული დედამიწა, მაგრამ ამავდროულად სიცოცხლით მჩქეფარე, ულამაზესი ხედებით, ბუნების ძეგლებით, ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლებით მდიდარი ტერიტორია – ეს ვაშლოვანია.
ვაშლოვანში შესვლისთანავე თქვენ თვალწინ გადაიშლება ულამაზესი სანახაობა და მიხვდებით, რომ სრულიად სხვა, ახალ სამყაროში აღმოჩნდით. იგი ყოველმხრივ უნიკალური დაცული ტერიტორიაა, როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.
თავისუფლებითა და მრავალი დაფარული საიდუმლოებით მოცული ვაშლოვანი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, რომლის სიტყვებით სრულად გადმოცემა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, თითოეულმა თქვენგანი აუცილებლად უნდა ესტუმროთ მას. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გამაოგნებელი, ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლების სამყარო გელოდებათ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
მასალის გამოყენების პირობები