საქართველოს ყველა კუთხეში გამორჩეულია.
საქართველოში ყველაფერია – სამთო და საზღვაო კურორტები, ურბანულად განვითარებული სივრცეები, სოფლები და ქალაქები, ღირშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები. არჩევანი საკმაოდ ფართოა, რომლებიც მთლიანობაში ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს მისთვის შესაფერისი ტურისტული ადგილ-მდებარეობა.
ეწვიეთ კახეთს
1. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტი: ისტორიული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით გამორჩეული
ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით, არქიტექტურული და ქრისტიანული ძეგლების სიმრავლით, კახეთში ჩამოსული ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალში ერთ-ერთი ლიდერია.
ყვარლის მუნიციპალიტეტი, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით და მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ მიმართულებას კახეთში. ეს რეგიონი უხვად მოიცავს როგორც არქიტექტურულ ძეგლებს, ისე თვალწარმტაც ბუნებრივ სილამაზეს, რაც მას ვიზიტორებისთვის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი აქცევს.
ადგილი, სადაც თავს იყრის ევროპული და აზიური კულტურის ნაზავი, ნებისმიერ მნახველს შთაბეჭდილებებით აავსებს. აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის ამ ქალაქში თუ მოხვდებით, ჩათვალეთ ჯადოსნური სამყაროს გასაღები გიჭირავთ ხელში და ისღა დაგრჩენიათ, საოცრებათა ქვეყანაში შეაბიჯოთ.
ყვარელში თქვენ შეხვდებით საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეებს – ეკლესიებს, მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშების ვენახებს, ღვინის უძველეს მარნებს, საუკუნოვან ტბებსა და მუზეუმებს, ტრადიციულ ოჯახებსა და რაც მთავარია, ქართული კულტურის ყველაზე ავთენტურ სათავეებს.
ღვინის დამზადების ქართული ტექნიკა მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ორიგინალურობითა და სიძველით. მისი ისტორია 8000 წლის წინ იწყება და დღემდე შემონახულია. ისტორია რომ უკეთ გაიცნოთ, შეგიძლიათ ესტუმროთ “მეღვინეობა ხარებას”, სადაც დეტალურად გაეცნობით ქართული ღვინის წარმომავლობას. თქვენ შეგიძლიათ ამ საკრალური პროცესის ნაწილი გახდეთ და ადგილობრივ გლეხებთან ერთად ჩაერთოთ ყურძნის კრეფის პროცესში, შემდეგ კი მისი დაწურვაც სცადოთ საწნახელში, ბოლოს კი ქვევრის ტექნიკას გაეცნოთ. როდესაც ღვინოს დაწურავთ და მას ბოთლში ჩამოგისხამენ, ეტიკეტად საკუთარი სახელის მიწერაც შეგეძლებათ, რომელიც მთელი ცხოვრება დაგრჩებათ სამახსოვროდ.
ღვინის კულტურით რომ დატკბებით, სხვა საოცრებებისთვისაც დაგრჩებათ დრო. ბოლო წლების განმავლობაში კახეთში ინფრასტრუქტურა იმდენად განვითარდა, რომ არაფრით ჩამოუვარდება წამყვან კურორტებს. თქვენ შეგიძლიათ დაბინავდეთ მაღალი კლასის სასტუმროებში, ისარგებლოთ აუზით, სავარჯიშო დარბაზებით, ეწვიოთ გამორჩეული ქართველი მოაზროვნის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ტბას, გაისეირნოთ ნავით ან წყლის ველოსიპედით, მოიწყოთ ექსკურსიები კახეთის სხვადასხვა ქალაქებში, გახვიდეთ ტყეში სასეირნოდ, გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები, ეწვიოთ ადგილობრივ ოჯახებს და დატკბეთ განთქმული ქართული სტუმარ-მასპინძლობით.
კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია – აოცებს ქართველსაც და საქართველოს სტუმარსაც.
კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო.
კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან.
სვეტზე აღმართულ მონასტერში ცხოვრობს ბერი მამა მაქსიმე, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას 1993 წლიდან შეუდგა
კაცხის სვეტი – \”სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული\”, როგორც მას ძველად მოიხსენიებდნენ, თანაბრად აოცებს ქართველსაც და საქართველოს სტუმარსაც.
შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტისსოფელ კაცხში. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტგანდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.
მყუდრო და სასიამივნო გარემო – ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს, ლაგოდეხის ულამაზეს ნაკრძალში!
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაარსდა 1912 წელს.
4. ბედიის მონასტერი.
ბედიის მონასტერი აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბედიაში მდებარეობს.
X საუკუნის ქართული მონასტერი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და შექმნა “საყდრად საეპისკოპოსოდ”.
ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.
5. დარიალის ხეობა.
დარიალის ხეობა – ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.
დარიალის ხეობა – მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.
მონასტერში გახსნილია ბიბლიოთეკა, ყველის საწარმო და ღვინის უნიკალური მარანი.
ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით.
ლომისის მონასტერი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ძეგლი ერთმანეთთან მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. ირგვლივ აკლდამებია. ყველაზე უკეთ დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამაა შემონახული, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს და კამარითაა გადახურული.
ლომისა – უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.
მარტვილის კანიონი – საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლი.
სოფელ გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა.
ტობავარჩხილი, ენით აღუწერელი სილამაზე – სამოთხე დედამიწაზე.
ტბა, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ!
კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე.
9. მესტია
რატომ მესტია? – დაუვიწყარი, ზღაპრული და მომაჯადოებელი მესტია.
მესტია სწორედ აქ მდებარეობს. ქალაქი წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია. ეს კავკასიაში ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია.
ყოველი მხრიდან ულამაზესი და უზარმაზარი მთებითაა გარშემორტყმული. გინახავთ როგორ ეფინება ნისლი და ღრუბლები მთლის კალთებს და ცამდე აზვირთულ მწვერვალებს მალავს? ამას საუკეთესოდ სვანეთის ყველაზე გასაოცარი ადგილიდან, მესტიიდან ნახავთ. სანამ დაიძვრებით, გაფრთხილებთ, რომ თბილისი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ, რადგან სვანეთში ჰაერის ტემპერატურა ზაფხულშიც კი საკმაოდ გრილია.
ზამთარ-ზაფხულ აქ ხალხმრავლობა და ტურისტების დიდი ნაკაში შეიმჩნევა. ზაფხულში ბუნება განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია, ირგვლივ სულ სიმწვანეა, შორეული მთების მწვერვალებიდან კი ბუნებას თოვლი გადმოჰყურებს. ის, რაც აქაურობას განსაკუთრებულს ხდის, სწორედ ველური გარემოსა და ტურისტული ზონების სინთეზია.
მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, მაგრამ წინასწარ შეემზადეთ – ასეთი სანახაობა ცხოვრებაში იშვიათად შეგხვდებათ. აქვეა კიდევ ერთი უმაღლესი მთა თეთნულდი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მოლაშქრეების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ბუნების სიდიადეს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობთ.
ზამთარში მესტიაში სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულების მთელი არმია ჩადის და შეგიძლიათ, თქვენც ერთ-ერთი მათგანი გახდეთ. ულამაზესი და მიმზიდველი სათხილამურო გზა მთა ჰაწვალზეა გაჭრილი, რომლიდანაც მთელი სვანეთი ხელის გულზე იშლება, როდესაც იქ დადგამთ ფეხს, დარწმუნდებით, რომ სიცოცხლე ამისთვის ღირდა.
ბუნებით ტკბობის გარდა, მესტიაში შეგიძლიათ ეწვიოთ ადგილობრივ ტრადიციულ ოჯახებს, რომლებიც კარტოფილისა და ყველისგან მომზადებულ ტრადიციულ კერძს, თაშმიჯაბს გაგასინჯებენ. ეს მხარე კიდევ ერთი კერძით, კუბდარით გამოირჩევა, რომელიც ცომისა და ხორცის ნაზავს წარმოადგენს და უნიკალური რეცეპტით მზადდება.
აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ კვადრო და Off Road ტურები, შემდეგ კი საუკეთესოდ მოვლილი ცხენები გააჭენოთ. Concierge Tbilisi კი თქვენზე მორგებულ დაუვიწყარ შესაძლებლობებს შექმნის. გექნებათ შესაძლებლობა მოინახულოთ უშგული, სვანური კოშკები, რომლებიც ამ კუთხისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი შენობებია. არქიტექტურულად უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებობა ზვავებისგან თავდასაცავად არის შექმნილი.
თუ ნადირობა გიტაცებთ, აქ სეზონზე ნებადართულია ჯიხვზე ნადირობა, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი გამოცდილება იქნება თქვენთვის. კლდეებისა და ტყეების მიუვალ ადგილებში დამალული ცხოველი შეეცდება თქვენს გამხიარულებას, ადრენალინის მოზღვავებას იგრძნობთ, როდესაც ნადირი მარათონში გამოგიწვევთ.
კონსიერჟის დახმარებით, მესტიაში მოხვედრა თვითმფრინავით და ვერტმფრენითაცაა შესაძლებელი, თუმცა თუ მანქანით მგზავრობას აირჩევთ, არც ამ შემთხვევაში იგრძნობთ დისკომფორტს.
10. დაშბაშის კანიონი
კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის.
ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას.
დაშბაშის კანიონი ერთ-ერთია იმ მაგიური ადგილებიდან საქართველოში, რომელიც თავისი სილამაზითა და მისტიურობით თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. აქაურობა განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ბუნებაში საოცარი ფოტოების გადაღება და შემდეგ დასამახსოვრებელი პიკნიკის მოწყობა უყვარს. დაშბაშის კანიონამდე მისვლა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, მითუმეტეს თუ ასეთ ადგილებში სიარული დიდ სიამოვნებას განიჭებთ. როგორც კი კანიონის პირველი კონტურები გამოიკვეთება, მისი სილამაზე ისე მოგაჯადოვებთ, რომ სრულიად დაგავიწყდებათ განვლილი და გასავლელი მანძილი.
თქვენ აქ შეხვდებით კლდეებიდან მორაკრაკე ჩანჩქერს, ლოდებზე ლამაზად მცურავ მდინარეს, გამოქავაბულებსა და ტყეს, სადაც პიკნიკის მოწყობაც შეგიძლიათ. როდესაც დაშბაშის კანიონს ნახავთ, მრავალფეროვანი ლანდშაფტი კლოდ მონეს მიერ შესრულებული პეიზაჟი გეგონებათ, ამიტომ იქონიეთ თავისუფალი ადგილი ფოტოებისთვის თქვენს მოწყობილობებში, რადგან ფოტოების გადაღებით ვერასოდეს გაძღებით.
დაშბაშის კანიონთან ახლოს მდებარეობს ქალაქი წალკა, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დაბინავდეთ სასტუმროში და დააგემოვნოთ ხრამის წყალსაცავში დაჭერილი კალმახი, კობრი, წვერა და სხვა თევზები, რომლებსაც ქართლელები საუკეთესოდ ამზადებენ.
Conierge Tbilisi-სთან ერთად კი, აქ ვიზიტი თქვენი ცხოვრების დაუვიწყარ, უნიკალურ გამოცდილებად შეგიძლიათ აქციოთ.
11. თუშეთი
თუშეთი არის ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
თუ გიყვართ მთები და ღრუბლები თქვენს მხრებს ქვემოთ, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ თუშეთში.
დააგემოვნეთ საუკეთესო მთის კერძები თუშეთში.
როდესაც მთებსა და მის კულტურაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება დავივიწყოთ თუშეთი, რომელიც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და იდუმალი კუთხეც კი იყოს, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
თუშეთში მოგზაურობა განსაკუთრებულად საინტერესო და ექსტრემალური გზით იწყება, რომელიც შესაძლოა შიშისმომგვრელიც კი იყოს, თუმცა თუ ცოტა ექსტრემალი ხართ, საოცარი განცდა დაგეუფლებათ.
თუშეთში გავრცელებულია მეცხვარეობა და მესაქონლეობა, რაც ამ კუთხის კულინარიაშიცაა ასახული. ეს არის მხარე, სადაც საქართველოს მთავარი სიმბოლო, ხინკალი, დაბეგვილი ხორცისაგან მზადდება. აქ მოხვედრა ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით ისწავლოთ მისი ცომის მოზელვა, შეხვევა, მოხარშვა და თითოეული ეტაპი თუში ქალების დახმარებით გაიაროთ.
გიფიქრიათ ოდესმე, რომ ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი მოგენახულებინათ? მაშინ, თქვენ სწორად ადგილას ხართ, ხოლო თუ არ გიფიქრიათ, მაშინ ბედმა გაგიღიმათ, რადგან თუშეთში მდებარეობს სოფელი ბოჭორნა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ. სახლები ზედ ბორცვზეა აშენებული და როდესაც თავად იხილავთ, იგრძნობთ, რომ აქ ღამის გატარება და ცაზე ვარსკვლავების ყურება მოგინდებათ.
სვანეთის მსგავსად, აქაც მრავლად შენიშნავთ უძველეს კოშკებსა და სახლებს, რომლებშიც დღემდე სახლობს ადგილობრივი მოსახლეობა. თქვენ მათთან ერთად შეძლებთ მდელოზე გასეირნებას, მეცხვარეებთან ერთად ცხვრის ფარას გაყოლას, რომლებიც როგორც წესი მთელ გორაზე არიან ხოლმე მოდებულნი. და რაც ყველაზე მთავარია დიკლოს, შენაქოს, ფარსმას და სხვა სოფლების ლამაზი ხედებით ტკბობას.
12. ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში.
მოინახულეთ უძველესი ციხესიმაგრეები და დატკბით უნიკალური ხედებით.
ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.
ყველაზე უცნაურ და თვალის მომჭრელ ადგილას სად ყოფილხართ? – თუ ეს ადგილი ხიხანის ციხე არ ყოფილა, მაშინ ყველაფერი წინ გქონიათ. ის შუასაუკუნეებში აგებული ციხეა, რომელსაც ქართველი მეფეები ყველაზე სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევდნენ ომიანობის დროს. მისი არქიტექტურა, ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა ნათლად გიამბობთ, თუ რაოდენ ხშირად ესხმოდნენ საქართველოს დამპყრობლები.
როდესაც აქ მოხვდებით, თავს მთათა სისტემის შუაგულში ამოყოფოთ, რადგან ირგვლივ სულ კლდეები და მთებია შემოხვეული. ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. აქვეა უცნაური ჭა, რომელიც თავის დროზე თოვლის შესანახად გამოიყენებოდა.
აქედან სულ რამდენიმე ათეულ კილომეტრში შეგიძლიათ აჭარის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში მოხვდეთ, ხოლო თუ მთაში გსურთ მოგზაურობის გაგრძელება, ადგილობრივი სოფელი თხილვანა უნდა მოინახულოთ.
13. სათაფლია
სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ მოგზაურობას და თავგადასავალს გპირდებათ.
აღმოაჩინეთ დინოზავრების 120 მლნ. წლის წინანდელი ნაფეხურები და ეწვიეთ უძველეს კარსტულ მღვიმეებს.
სათაფლია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიისა და ბუნების მრავალფეროვნებას. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.
სათაფლია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც დინოზავრების 120 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული ნაკვალევია შემორჩენილი. სად იპოვით სხვაგან ასეთ ადგილს? წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც მილიონობით წლის წინ დინოზავრები სახლობდნენ, დღეს კი თქვენ საშუალება გაქვთ უნიკალური გამოცდილება მოიწყოთ და სწორედ ამ მიდამოებში ისეირნოთ, დაათვალიეროთ ადგილობრივი კარსტული მღვიმეები და იხილოთ გასაოცარი სანახაობა.
იმისთვის, რომ კიდევ უფრო წარუშლელი შთაბეჭდილებები დაგრჩეთ, Concierge Tbilisi თქვენთვის სწორედ ამ ტერიტორიაზე შექმნის სადღესასწაულო გარემოს, ხოლო თუ საქმიანი შეხვედრის მოწყობას მოგინდებათ ამ საოცარ ადგილებში, არც ეს იქნება პრობლემა. თქვენ დააგემოვნებთ საუკეთესო ხარისხის ღვინოს, დაათვალიერებთ მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებს, ხოლო შუშის პანორამული გადმოსახედიდან იმერეთის ულამაზეს ხედებს დაინახავთ.
სათაფლიასთან ახლოს მდებარეობს ნავენახევის მღვიმეც, რომელიც თავისი სილამაზით განსხვავდება ყველა ნაცნობი მღვიმეებისგან. თქვენთვის კონსიერჟი აქ საოცარ ტურებს მოაწყობს, როგორიცაა სპალეოტური, ფოტოტური, საგანმანათლებლო ტური და ამ ყველაფრის შემდეგ, გასაოცარი ვახშამი მღვიმის ტერიტორიაზე.
ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია სხვადასხვა კორპორატიული და ცხოვრებისეული ღონისძიებების ჩატარებაც, რომლის ორგანიზებასაც თავის თავზე Concierge Tbilisi აიღებს.
მასალის გამოყენების პირობები