სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგანსაკუთრებული მნიშვნელობისაა თრიალეთის ოქროს თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თრიალეთის ოქროს თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს ახალ შემეცნებით პროექტს „მსოფლიო მნიშვნელობის ქართული აღმოჩენები.“
საქართველოში გაკეთებულ უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თრიალეთის ოქროს თასი, რომელიც აღმოჩენილია XX საუკუნის 30-40-იან წლებში თრიალეთში (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ქვემო ქართლში) წალკის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრებისას.
ოქროს თასი შუა ბრინჯაოს ხანის საიუველირო საქმის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. თასი ორმაგი ოქროს ფურცლისგან არის დამზადებული, რომელსაც ზედაპირზე მირჩილული აქვს ფერადი ქვები. დეკორისათვის გამოყენებულია სარდიონი და ფირუზი, მის ძირზე კი ფირუზის თვლებიანი ჯვრისებური გამოსახულებაა დატანილი.
თრიალეთის თასი, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, სრულად ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულში ოქრომჭედლობის განვითარების უმაღლეს დონეს.
სავარაუდოდ, თასს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. რიტუალის დროს აქ ასხამდნენ სისხლს ან ღვინოს და შემდგომ მიმდინარეობდა რიტუალი.
თრიალეთის ოქროს თასი ბრინჯაოს ხანის ეპოქაში საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული თრიალეთური კულტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს.
თრიალეთის კულტურა — ესაა ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც გამოვლენილი და შესწავლილია ძირითადად თრიალეთის ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1936-1940 წლებში.
თრიალეთის კულტურა განეკუთვნება ეკონომიკურად დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედ ტომებს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობდა სამხრეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. თრიალეთის კულტურა მტკვარ-არაქსის კულტურის მემკვიდრეა. თრიალელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი დღეს აღარ არსებობს.
თრიალეთის კულტურის ძეგლებად ითვლება უმთავრესად ყორღანული სამარხების კულტურა. მათი ნაწილი ადრებრინჯაოს ხანის დასასრულით – ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი შუა ბრინჯაოს ხანით – ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო.
შეიძლება იყოს brass გამოსახულებაშეიძლება იყოს ring გამოსახულება

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
READ  საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა იზრდება
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025
ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

ემიგრანტებისთვის საჭირო რჩევები: ლეგალური სტატუსი, მოქალაქეობა და სოციალური დახმარებები ევროპაში

1 აპრილი 2025
თბილისის 5 საუკეთესო კაფე, რომელსაც უნდა ესტუმრო

თბილისის 5 საუკეთესო კაფე, რომელსაც უნდა ესტუმრო

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები