ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკულტურაგაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და...

გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებისთვის ჭიათურაში მედიატური გამართა.

ტურში ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჭიათურის მუნიციპალიტეში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა 2022 წლიდან დაიწყო. დღემდე მონიშნულია 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში შემავალ კულტურულ- ისტორიულ და ბუნებრივ სანახაობებს.

ბილიკები ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ნავარძეთსა და სოფელ კაცხს, კაცხის სვეტის პანორამულ და წრიულ ბილიკს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოფენა „სოხუმის“ ონლაინვერსია შეიქმნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები