კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„ბალდის კანიონთან დაკავშირებით 12 კაციანი კომისია შეიქმნა“

„ბალდის კანიონთან დაკავშირებით 12 კაციანი კომისია შეიქმნა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ბალდის კანიონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებმა ბალდის კანიონის განვითარების პროექტის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უკვე შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია და დაკომპლექტდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე მოახდენს კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილ 12-კაციან კომისიაში შედიან სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები, ასევე, ველზე მომუშავე კავშირ „კამპესეტერის“ და ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები, ექსპერტები. კომისიის საქმიანობაში ჩართვა ბალდის კანიონის საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსაც შეუძლიათ”, – აღნიშნულია მინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

READ  „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა უდავოდ მნიშვნელოვანი საკითხია, მით უმეტეს ახლა, როდესაც სახელმწიფო ამ სფეროში ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები