პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„მომდევნო წლისთვის აჭარა 6 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას ელის“- ბათუმის მერი

„მომდევნო წლისთვის აჭარა 6 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას ელის“- ბათუმის მერი

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 10%-ზე მეტად გაიზარდა.“. ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო წლისთვის აჭარა 6 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას ელის, საიდანაც 80%-ზე მეტი ბათუმის ვიზიტორი იქნება.

წლევანდელ სეზონს აჭარა ბევრი სიახლით ხვდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა სერვისების განვითარების კუთხით. აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე. მხოლოდ გუშინ რამდენიმე ატრაქცია და ობიექტი გავხსენით, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით. ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ზრდა 2023 წელთან შედარებით, ასევე 2019 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი განთავსების ადგილები, ახალი გასართობი, რეკრეაციული, შემეცნებითი სივრცეები, სკვერები, პარკები და ველოდებით ტურისტული სეზონის გახსნას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით. შარშან 4.6 მლნ-ზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ და ეს მოლოდინები რა თქმა უნდა, რეალისტურია ჩვენი ინფრასტრუქტურით, იმ დატვირთულობით, რაც ბოლო პერიოდში აქვს აჭარას, მზარდი წარმატებებით და აღიარებებით, რაც აქვს ბათუმს“,- განაცხადა ბათუმის მერმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  კულტურის სამინისტრომ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები