ფესტივალი „გიზ გიზი“ გუდაურში უკვე მეორე დღეა იმართება

ირინა დათაშვილი
ავტორი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი

ფესტივალი „გიზ გიზი“ გუდაურში უკვე მეორე დღეა იმართება. „გიზ გიზი“ ახალი პროექტია ზამთრის კურორტებზე. ფესტივალი ოთხივე კურორტზე მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თქმით, ფესტივალის პარარელურად მიმდინარეობს სნოუბორდის საერთაშორისო ჩემპიონატიც.

ფესტივალი — დეტალები

„გუდაურში დაიწყო პირველად ეს ფესტივალი და გუდაურიდან მოყოლებულ ძალიან ბევრი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოგზაურის ინტერესი გამოიწვია. ამ პერიოდში მიმდინარეობს სნოუბორდის საერთაშორისო ჩემპიონატი, რისთვისაც ძალიან ბევრი სპორტსმენი თავისი გულშემატკივრებით სტუმრობს საქართველოს. რა უნდა იყო იმაზე კარგი თუ არა სპორტული დღის მერე ფესტივალზე გართობა. გელოდებით გუდაურში და უკვე მომავალ კვირებში დანარჩენ სამთო-სათხილამურო კურორტებზე“,- აღნიშნა მაია ომიაძემ.

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

- Advertisement -
Ad imageAd image
READ  ხალხი ფოტოების ნახვის შემდეგ გაოგნებული დარჩა – ასტრონომებმა სამყაროს რუკის პირველ ფოტოები გამოაქვეყნეს
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — ტურიზმის სიახლეები და ინტერვიუები. აშუქებს ტურიზმის ინდუსტრიის ამბებს, სახელმწიფო პოლიტიკას, სტატისტიკასა და დარგის პროფესიონალებთან საუბრებს.
კომენტარები ჯერ არ არის