ამ მოხატული დარბაზის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. არადა ჩვენი საგანძურია! ლეგენდარული კაფე “ქიმერიონი”.
გინდათ, აღმოაჩინოთ საიდუმლო და ისტორიული გალერეა თბილისში, მაშინ არასწორი გზით მიდიხართ, აქ წამოდით!
რუსთაველის თეატრის სარდაფში არის გალერეა, რომელიც რუსთაველის თეატრის გარდერობის ფოიეში მდებარეობს. 100 წელზე მეტი ხნის წინ თბილისის ყველაზე გამოჩენილ ხელოვანთა თავშეყრის ცენტრი იყო კაფე “ქიმერიონი”, ადგლი, რომელიც მწერლებს, პოეტებს, მხატვრებსა და ზოგადად, ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადების წევრებს მოუყარა თავი.
1919 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა, ხელოვანთა კლუბის ამ სივრცისთვის ეს მოზრდილი ადგილი მაშინდელმა ქალაქის თავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამოყო, ხოლო სახელი „ქიმერიონი” კაფეს ვალერიან გაფრინდაშვილის, ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით დაერქვა.
კაფეს საქართველოს სიმბოლისტები პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე ხელმძღვანელობდნენ. თბილისში იმხანად იმყოფებოდა პეტერბურგის არტისტული კაფეების მომხატავი ცნობილი რუსი ხელოვანი სერგეი სუდეიკინი. სწორედ მას სთხოვეს სივრცის გალამაზება ცისფერრყანწელებმა. მას შეუერთდნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კილე ზდანევიჩი, მოსე და ირაკლი თოიძეები, ხოლო ჭერის მოხატვა ალექსანდრე ზალცმანმა ითავა.
ამ სივრცის ბოძებზე შემორჩენილი ფრესკები სუდეიკინის შექმნილია. დავით კაკაბაძის მუზასაც მოკრავთ აქ თვალს, ხოლო ლადო გუდიაშვილის შესრულებული სტეპკოს დუქანი ქიმერიონში ჩასასვლელ კიბესთან შემოგეგებებოდათ.
ეს უზარმაზარი ადგილი რამდენიმე სივრცედ იყოფობდა, რაც მოიცავდა უშუალოდ კაფეს, პერფომანსების დარბაზსა და სცენას. მცირე ოთახებში კი ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. არტისტულმა სივრცემ 1922 წლამდე იარსება, საბჭოთა ბოლშევიკებმა მსგავსი ადგილები აკრძალეს, ხოლო 1937 წელს ტიციანისა და პაოლოს დახვრეტის შემდეგ ქიმერიონის კედლები გადაღებეს. მხოლოდ მოგვიანებით ჩატარებული რესტავრაციიისას აღამოაჩინეს ის, რაც ჩვენი საგანძურისგან შემორჩა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

