პარასკევი, სექტემბერი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებიქვათახევის მონასტერში უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება

ქვათახევის მონასტერში უდიდესი სიწმინდე – წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება

ქვათახევის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. XII-XIII საუკუნეების ძეგლია. ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულები მფარველობდნენ.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები (დამოკლებული და კვადრატს მიახლოებულია გეგმა, გუმბათი საყრდენად 4 თავისუფლად მდგარი ბოძის ნაცვლად დარჩენილია ბოძების ერთი წყვილი, მეორე – აღმოსავლეთით წყვილი კი საკურთხევლის კედლებთანაა შერწყმული; აღარ არის პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლებულია, გუმბათის ყელი კი წაგრძელებული).

თემურ ლენგის ლაშქრობისას, 1386 წელს, მონასტერი დაარბიეს და როდესაც ტაძარს შეფარებულმა მონაზვნება და სოფლის მცხოვრებლებმა ქრისტიანობის უარყოფაზე უარი თქვეს, ისინი ერთად გამოკეტეს და ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. XV საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდმა ქვათახევის მონასტერი აღადგინა. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, აქ დაცული სიწმნიდეები კი მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა და გადამალული განძიც მონასტერს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი (თავად ტაძარიც ღვთისმშობლის სახელობისაა). ასევე მონასტრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.

თემურ ლენგმა საქართველოში მორიგი ლაშქრობისას მონასტერი დაარბევინა. უღმერთოებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”. ღვთის სამკვიდრებელში შეჭრილებმა მახვილები იშიშვლეს და შეკრებილთ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს წმინდა ტარიგი ტაძარში გამოკეტეს და ცეცხლი აღაგზნეს, თავწარკვეთილთა სისხლით გაჯერებული მიწა იწვოდა, ცეცხლის ალი ზეცამდე ადიოდა, ხშირი ნაკვერჩხლები ცვიოდა, “ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდნენ”. ტაძრის იატაკზე მათი დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა: “და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმინდასა ეკკლესიისასა დამწვარი სახენი მათნი”.

დარბეული მონასტერი საქართველოს მეფე – წმინდა ალექსანდრე დიდმა აღადგინა და აქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად მიიჩნეოდა, რომ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. მათთვის დაახლოებით 1488 წელს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ნიში აიგო და იქ ევედრებოდნენ ყოვლადწმინდა დედას, ამ წესს 1796 წლამდე უცვლელად იცავდნენ. 1821 წლამდე კი ტაძარში ფეხშიშველნი ან მხოლოდდამხოლოდ საგანგებო ქოშებით შედიოდნენ, რასაც საქართველოში ბატონობისას თვით ტაძარში შესვლის მსურველი თურქი და ირანელი დიდებულბიც კი ემორჩილებოდნენ.

XV საუკუნის 60-იან წლებში ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვარი სამცხის ყველაზე დიდი და გავლენიანი ათაბაგის, ყვარყვარე ჯაყელის მეუღლის ნესტან-დარეჯანის (სქემაში ნინოს) მამა გერმანე (ერისკაცობაში გიორგი). 1517 წელს, ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრად სილიბისტრო მაღალაძე იხსენიება. მე-16 საუკუნის 50-იან წლებში კი ქვათახევის წინამძღვარი ფილიპე (ბარათაშვილი) ყოფილა, რომელსაც 1559 წლის 1 დეკემბერს ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გურჯი დაუწერია.

ქვათახევის ტაძარში შიგა სივრცე შექმნილი ჯვრის მკლავებითა და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათით. სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭეებით გაფორმებული თითო შესასვლელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი თეთრი ქვის კვადრატებით. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. მორთულობა თავმოყრილია სარკმლის ირგვლივ, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია კუთხით დაყენებული კვადრატები, დიდი ჯვარი. სარკმლები შემკულია მოჩუქურთმებული საპირეებით. ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადებიც. გუმბათის ყელი დაგვირგვინებულია მდიდრული ჩუქურთმებით შემკული მაღალი ფრაზითა და ორმაგი კარნიზით, მოჩუქურთმებული სარკმლებით, რომლების ერთიანად მორთულ ზედაპირს ქმნის. სამრეკლო აშენებულია 1872 წელს. ეკლესია ძლიერ დაზიანდა XIV საუკუნეში, თემურლენგის შემოსევათა დროს. 1854 ძეგლი კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა. 1854-1874 წლებში ქვათახევის არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსი-მესხიშვილი.

ამჟამად მონასტერში უდიდესი სიწმინდე წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი ინახება.

2002 წელს, მონასტერი სამთავისისა და გორის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას (გვაზავა) გადაეცა, რომლის წინამძღვრობითაც კვლავ დაიწყო მონასტრის განახლება, ხელახლა აშენდა სატრაპეზო, განახლდა ბერების საცხოვრებელი სენაკები, მონასტერში განახლდა ტაძრამდე მისასვლელი გზა.

2013 წლის 3 ნოემბერს, უწმინდესისა და წმინდა სინოდის განჩინებით სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსად გამოარჩიეს ქვათახევის ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენი დამიანე (ხუფენია).

2013 წლიდან ქვათახევს წინამძღვრობს იღუმენი საბა (კარელიძე). ღვთის მადლით, მონასტერშუ ყოველდღიურად აღესრულება წირვა-ლოცვა.

ქვათახევის მონასტერში გამორჩეულად აღნიშნავენ დღესასწაულებს – 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინებას და 23 აპრილს-ქვათახევში მოწყვეტილთა ხსენების დღეს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 საუკეთესო ადგილი ევროპაში მზიანი ზამთრისთვის

10 საუკეთესო ადგილი ევროპაში მზიანი ზამთრისთვის

12 September, 2024
ნევრასტენია – წარმოადგენს გართულებულ ნევროზს, რასაც ახლავს აქტიური აღგზნება, გაღიზიანება, მოთენთილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, ასევე ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლა

ნევრასტენია – წარმოადგენს გართულებულ ნევროზს, რასაც ახლავს აქტიური აღგზნება, გაღიზიანება, მოთენთილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, ასევე ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლა

სექტემბერი 12, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 12 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 12 სექტემბერი

12 სექტემბერი 2024
თანამედროვე სტილი – მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი – მოხატული კედლები სახლში

სექტემბერი 12, 2024
რა საფრთხე იმალება ე. წ. სოფლის პროდუქტებში – როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები

რა საფრთხე იმალება ე. წ. სოფლის პროდუქტებში – როგორ უნდა შევარჩიოთ უსაფრთხო სოფლის მეურნეობის პროდუქტები

სექტემბერი 12, 2024
“მა! ძებნას ნუ დაიწყებ… დედამ არ ინერვიულოს. მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი…” – აფხაზეთის ომს შეწირული ღიმილის ბიჭი, 50 წლის გახდებოდა

“მა! ძებნას ნუ დაიწყებ… დედამ არ ინერვიულოს. მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი…” – აფხაზეთის ომს შეწირული ღიმილის ბიჭი, 50 წლის გახდებოდა

12 სექტემბერი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ღვინის ბოთლები -მათი მოცულობა და საინტერესო ფაქტები

ღვინის ბოთლები -მათი მოცულობა და საინტერესო ფაქტები

სექტემბერი 12, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

სექტემბერი 12, 2024
წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

12 სექტემბერი 2024
კონკურსის  „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

სექტემბერი 11, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული

სექტემბერი 12, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები