ბორჯომის ხეობის უნიკალური კურორტი მზეთამზე ისეთი ადგილია, რომელიც ტურისტულ გზამკვლევებში იშვიათად მოიხსენიება. ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარე ეს კურორტი არა მხოლოდ შესანიშნავი ჰავით გამოირჩევა, არამედ უძველესი ისტორიული საიდუმლოებებითაც.

უნიკალური კურორტი მზეთამზე

პროფ. გიორგი ფხაკაძე
ბორჯომის ხეობა უნდა მოიარო და ყველა სოფლის ჰაერი ჩაისუნთქო. თითოეულ სოფელს აქვს განსხვავებული სამკურნალო თვისებები, ქვენს წინაშეა უნიკალური კურორტი მზეთამზე.
კურორტ ცემისაგან განსხვავებით აქ შედარებით მშრალი ჰავაა, წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს და ბორჯომიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტს უნიკალურობას მისი განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნების გარდა, ისტორიული არტეფაქტებიც ანიჭებს.
სოფლის სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ადგილობრივების გადმოცემით, ერთ-ერთი ნადირობის დროს, მონადირეებს ტყეში გზა აებნათ და შემთხვევით გამოქვაბულს მიადგნენ, როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, მათ იხილეს ულამაზესი ქალწული და გაოცებისგან აღმოხდათ: მზესავით ლამაზი კიარა “მზეთამზეაო”.
თუმცა ისტორიული ფაქტები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები მეორე ვერსიას ადასტურებს. 1980-იან წლებში მზეთამზეში განხორციელებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს რიტუალური სამარხები, რომლებშიც ქალები ემბრიონის პოზაში იყვნენ დამარხულნი და მუცელზე მზის ფორმის ბრინჯაოს დისკოები ჰქონდათ დამაგრებული. აღნიშნული არტეფაქტები, ამჟამად, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სპეციალისტების მოსაზრებით, სამარხები 3500 წლის წინანდელია და მზის თაყვანისცემის პერიოდს ემთხვევა.
ბორჯომისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე ასეთი 25 დისკოა აღმოჩენილი. დისკოები ეკეთათ ქურუმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებული წინასწარმეტყველების ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული. არსებობს მომსაზრება, რომ ეს დისკოები გარკვეულ ასტრონომიულ ცოდნასაც განასახიერებდნენ. კლიმატი შუამთისაა (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი. ზემო და ქვემო მზეთამზე დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, გარშემორტყმულია მაღალი მთებით.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). უნიკალური კურორტი მზეთამზე. 1 ოქტომბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/უნიკალური-კურორტი-მზეთამ/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. უნიკალური კურორტი მზეთამზე [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  ხობის ღმრთისშობლის მიძინების სახელობის ეკლესია - ტაძარი, სასახლე, სამრეკლო და გალავანი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობათა ნაშთები
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network