სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაუკვე მეშვიდე წელია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ეს ის იშვიათი...

უკვე მეშვიდე წელია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ჯიშების მრავალფეროვნება ყველა დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად,

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 1 და 2 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება – „ყვავილების გამოფენა“ დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.

გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იყო წარმოდგენილი
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ მეშვიდედ გაიმართა, ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ
მადლობა თითოეულ ვიზიტორს სტუმრობისთვის, ყველა მონაწილეს, სანერგე-მეურნეობებს ჩართულობისთვის.
უკვე მეშვიდე წელია, ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი წლის განმავლობაში დიდი შრომითა და სიყვარულით შექმნილი ჯიშების მრავალფეროვნება ყველა დამთვალიერებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება. ბაღის ქრიზანთემების უნიკალურ კოლექციასთან ერთად,
ფესტივალზე რეგიონებში არსებული სხვადასხვა სანერგეების მცენარეებიც გამოიფინა.
განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საკოლექციო ნაკვეთის კურატორს ეთერ გოგიტაშვილს ულამაზესი კოლექციის წარდგენისთვის, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბოტანიკური ბაღის მებაღეებს, საორგანიზაციო გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვის.
შევხვდებით მომავალ წელს ტრადიციულად ყველაზე ფერად ღონისძიებაზე.
📸 @dato rostomashvili
author avatar
SheniDasvemeba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორი ტანსაცმელი ქმნის პრობლემებს უსაფრთხოების კონტროლზე აეროპორტში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები