პარასკევი, იანვარი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებისამცხე-ჯავახეთში ულამაზესი ადგილები, რომელიც უნდა ნახოთ...

სამცხე-ჯავახეთში ულამაზესი ადგილები, რომელიც უნდა ნახოთ…

სამცხე-ჯავახეთში ულამაზესი ადგილები, რომელიც უნდა ნახოთ.

სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და შთამბეჭდავი რეგიონია. მისი ლანდშაფტები, კულტურული მემკვიდრეობა და ისტორიული ძეგლები განსაკუთრებულად იზიდავს ტურისტებს. ქვემოთ გაწვდილიათ რამდენიმე ადგილი, რომელიც ნამდვილად უნდა მოინახულოთ.

სამცხე-ჯავახეთში ულამაზესი ადგილები – აბასთუმანი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდინარე ოცხის ხეობაში. აბასთუმანი გამოღჩეულია საოცარი ბუნებით, სუფთა ჰაერით და სამკურნალო გოგირდოვან აბანოებით. აქ ნახავთ აბასთუმნის ობსერვატორიას, რომელსაც შეგილიათ დღის და ღამის ნერბიმერ მონაკვეთში ესტუმროთ, დააკვირდეთ პლანეტების მოძარობას და დატკბეთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით. აბასთუმნის მონახულება ყველა სეზონზე შეგიძლიათ, თუმცა განსაკუთრებით საოცარი მაისის თვეში, წიწვოვანი ხეების დამტვერვის პერიოდშია.

აბულის მთა მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. სამარის ქედზე. მთის სიმაღლე 3301 მეტრია. აბულის მთა ჩამქრალი ვულკანია. ვულკანურ კონუსს სიძველისა და დიდი სიმაღლის გამო დაკარგული აქვს წესიერი ფორმა. მთის უმეტესი ნაწილი შემოსილია ალპური მდელოებით. აბულის მთა საუკეთესო ადგილია ლაშქრობის მოყვარულებისთვის და მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები იზიდავს.

მწვანე მონასტერი ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს და ბერები მოღვაწეობენ. ძეგლი მეცხრე საუკუნით თარიღდება. მეცნიერთა აზრით, ის ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია.

მონასტრის გვერდით ჩამოედინება ანკარა წყარო, სადაც ქვებზე დღემდე მოსჩანს სისხლის ნაკვალევი. ადგილობრივი მღვდელმსახურები მოგიყვებიან, რომ ისტორიული ცნობების თანახმად, მე-16 საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები სასტიკად უწამებიათ და სწორედ ამ მდინარის პირას დაუხოცავთ. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების უხრწნელი სისხლის უამრავი ნაკვალევი. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.

ვარძია სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათია. კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში. ვარძია ყოველ ჯერზე აოცებს მნახველებს და ამოგზაურებს ოქროს ხანის პერიოდში.

ზარზმის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო. ზარზმის მონასტრის საძვალეში ინახება მონასტერში მოღვაწეთა ნაწილები. მათ შორის ასევე არის უხრწნელი გვამიც.

ახალციხის ციხე (რაბათი) – ისტორიული ციხე საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე.

რაბათის ციხე-კომპლექსი რეაბილიტირებულია, იგი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ციხე-კომპლექსი რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა.
თავდაპირველად, ციხე-სიმაგრე იყო პატარა ქართული დასახლება თავისი ეკლესიით. მე -19 საუკუნეში ის თურქებმა დაიპყრეს,დაანგრიეს დასახლება და ააშენეს ციხე.
ციხე აშენდა ციცაბო კლდეზე. კლდის ზედაპირი გარშემორტყმული იყო ქვის კედლით პერიმეტრის გარშემო. ციხის კედლების მეორე რიგი იყო ერთი ნაბიჯით უფრო მაღალი. ციხეში ასევე აშენდა მეჩეთი. ეს იყო ყველაზე მაღალი შენობა იმ დროს. მეჩეთში იყო ვრცელი ბიბლიოთეკა. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს უმდიდრეს ბიბლიოთეკად აღმოსავლეთში.

საფარის მონასტერი, შუა საუკუნეების ქართული მონასტერია. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არაუგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან. საფარის მონასტერი ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა განსაკუთრებულ ელფერს შემოდგომით იძენს, როცა ტყე სხვადასხვა ფერად იღებება.

ფარავნის ტბა ვულკანური ტიპის ტბაა და მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 სიმაღლეზე. ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. გაყინულ ფარავნის ტბას ზამთრობით სათევზაოდაც იყენებენ. არაჩვეულებრივი ხედები იშლება ტბის გარშემო. ტბა წელიწადის ყველა დროს მიმზიდველია და თვალწარმტაცი.

სამცხე-ჯავახეთში ულამაზესი ადგილები, რომელიც უნდა ნახოთ...
faravnis tba

 

ხერთვისის ციხე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა მდებარეობს, ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი ვარძიის მონასტერთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ხერთვისის ციხე ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია რეგიონში.

წუნდის ტბა რეგიონში მდებარეობს ტბა, რომელიც “თამარის სარკის” სახელით არის ცნობილი. ლეგენდის თანახმად, თამარ მეფე, რომელიც ამ მხარეს ხშირად სტუმრობდა, ტბის ანკარა წყალში იცქირებოდა და თმას ივარცხნიდა. ლეგენდის შესახებ, თითქმის ყველა ადგილობრივმა იცის და ისტორიას სიამაყით იხსენებს. ულამაზესი გარემო და გაშლილი ხედები ძალიან მიმზიდველს ხდის წუნდის ტბას ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულთათვის.ტბასთან ახლოს მდებარეობს თმოგვის ციხე, რომელიც საქართველოს სათავდაცვო ნაგებობათა შორის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ძეგლია.

დასკვნა

სამცხე-ჯავახეთი გთავაზობთ დაუვიწყარ გამოცდილებას და უნიკალურ ადგილებს, რომლებიც ღირს დასათვალიერებლად. ეს რეგიონი იდეალურია როგორც ისტორიული, ისე ბუნებრივი ტურიზმის მოყვარულთათვის.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniDasvemeba.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 33 ადამიანი დაიღუპა

ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 33 ადამიანი დაიღუპა

იანვარი 17, 2025
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

17 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

როგორ უნდა მოვხარშოთ სწორად

იანვარი 16, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

გამორჩეული წვნიანი სუფ ხარჩო

იანვარი 16, 2025
ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

ჯეკ ნიკოლსონი 87 წლის ასაკში-რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება

იანვარი 16, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

რა შეიძლება ნახოთ თბილისში ერთ დღეში – საინტერესო მარშრუტი ქალაქის გასაცნობად

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები