ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა

პროფ. გიორგი ფხაკაძე

ბათუმში ორდღიანი „ზაფხულის ფესტივალით“ ტურისტული სეზონი ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალზე, რომელიც დატვირთული იყო საზაფხულო დეკორაციებითა და აქტივობებით, მსმენელის წინაშე ბენდები „მგზავრები”, „სალიო”, „კახაბერი და ხანუმები”, „ურსა”, „სახე” და სხვა მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ.

„ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდა. იქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც, სადაც ვიზიტორებს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. ფესტივალი დრამების შოუთი და კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნა. შემდეგ ფესტივალში ივლისში უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.

სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს, როგორც ბათუმის ისე მთიანი აჭარის მიმართულებით. 25-მდე მარკირებული ტურისტული ბილიკი და ახალი ტურისტული პროდუქტია მზად ტურისტების მისაღებად. მათ შორისაა ხიხანის განახლებული ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, მირვეთის ბილიკი განახლებული ინფრატრუქტურით და საპიკნიკე სივრცეები ყველა მუნიციპალიტეტში. ახალ კვების და განთავსების ობიექტებთან ერთად, ბათუმში ვიზიტორებს განახლებული გმირთა ხეივანი დახვდებათ“, – აღნიშნულია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba

სკანირება
QR კოდი
shenidasveneba.ge

სტატიის ციტირება

შენი დასვენება. (2025). ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა. 14 ნოემბერი, 2025. https://shenidasveneba.ge/ბათუმში-ტურისტული-სეზონი/

სტატიის ციტირება
პროფ. გიორგი ფხაკაძე. ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenidasveneba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenidasveneba.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98/
shenidasveneba.ge
author avatar
პროფ. გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
READ  ბათუმის დელფინარიუმში სელაპი და დელფინი დაიბადნენ
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი და ეპიდემიოლოგი | დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი | საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე | Georgian Medical Journal-ის მთავარი რედაქტორი | WHO-ს კონსულტანტი, ჯანდაცვა და მიგრაცია, ჟენევა | UEMS საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციის მდივანი/ხაზინადარი | Accréditation Sans Frontières, პარიზი — დამფუძნებელი და პრეზიდენტი | COVID-19 პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის მრჩეველი | 25+ ქვეყანაში გამოცდილება | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი დასვენება · PHIG · Sheni Network